ჰოკეისტმა გოლი თავით გაიტანა

AutoSharing Option
NHL-ის კლუბის "ტორონტოს" თავდამსხმელმა მიხაილ გრაბოვსკიმ გოლი თავით გაიტანა. ეს 11 მარტს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში "ფილადელფია ფლაიერსთან" მოხდა. მცველ დიონ ფანერის დარტყმის შემდეგ შაიბა გრაბოვსკის მუზარადის დამცავ მინას მოხვდა და კარში შევარდა.

გრაბოვსკიმ თავი მეორე პერიოდის 12-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც "ტორონტო" უმრავლესობაში იყო. ფანერის დარტყმული შაიბა გრაბოვსკის თავში რომ არ მოხვედროდა, კარს აცდებოდა.

გრაბოვსკის გოლის შემდეგ ანგარიში 2:1 გახდა ფილადელფიას სასარგებლოდ, ჯამში კი "ფლაიერსმა" გასვლითი გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 3:2.

ბელორუსი თავ
დასხმელისთვის ეს შაიბა სეზონში 26-ე აღმოჩნდა. ის "ტორონტოს" მეორე სნაიპერია და მხოლოდ ფილ კესელს ჩამორჩება (27 გოლი).





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული