ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: გამოუსადეგარი ოვეჩკინი

AutoSharing Option
"კაროლინა", "ბაფალო", "ოტავა", "პიტსბურგი", "ფილადელფია", "მონრეალი", "ბოსტონი", "ტამპა ბეი", "ნიუ ჯერსი", "რეინჯერსი", "ტამპა ბეი", "დეტროიტი". ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებიაც 2005 წლიდან ("ვაშინგტონის" ლიდერის ალექსანდრ ოვეჩკინის დებიუტი ლიგაში) მოყოლებული, ერთხელ მაინც იყვნენ აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალში. ამ სიაში არ არიან მხოლოდ "აილენდერსი", "კოლამბუსი", "ფლორიდა" და... "ვაშინგტონი".

ამ უკანასკნელმა დროის აღნიშნულ მონაკვეთში სამჯერ მოიგო რეგულარული სეზონი, პრაქტიკულად ყოველ წელს პლეი ოფის ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ...

დედაქალაქურმა კლუბმა წელსაც ვერ გადალახა მეორე რაუნდის ბარიერი. "ვაშინგტონმა" "პიტსბურგთან" სერია 1:3-დან შემოატრიალა, ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ იმისთვის, რომ
მეშვიდე მატჩი საკუთარ მოედანზე წაეგო, თანაც მშრალი ანგარიშით - 0:2. გადამწყვეტ მომენტში ისევ ვერაფერი მოიმოქმედა ოვეჩკინმა, რომელიც პასიური იყო შეტევაში, ხოლო "პიტსბურგის" მეორე გოლი მთლიანად მის სინდისზეა, რადგან საკუთარი ზონიდან ვერ შეძლო შაიბის ამოტანა და ამით ჰორნკვისტმა კარგად ისარგებლა.

აღსანიშნავია, რომ "პიტსბურგს" არასოდეს წაუგია პლეი ოფში მეშვიდე მატჩი გასვლაზე - ექვსიდან ექვსი მოგება. ეს არა მხოლოდ NHL-ის, არამედ მთლიანად ჩრდილოამეროკული სპორტის რეკორდია.

* * *
ახალგაზრდა "ედმონტონისგან" პლეი ოფში გმირობებს არავინ ელოდა, მან კი კონფერენციის ნახევარფინალში მეშვიდე მატჩამდე მიაღწია და "ანაჰაიმთან" სერიის მოგებაც შეეძლო, მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდა. ყველას ახსოვს სერიის მეხუთე მატჩი, როცა "ედმონტონმა" სამშაიბიანი უპირატესობა გაანიავა ოთხ წუთში და წააგო უმნიშვნელოვანესი შეხვედრა.

"მენავთობეებმა" მეშვიდე მატჩიც კარგად დაიწყეს და გახსნეს ანგარიში, მაგრამ შემდეგ "ანაჰაიმმა" ტოტალური უპირატესობა მოიპოვა, რაც მომდევნო ორ პეროიდში თითო გატანილ შაიბაში გამოიხატა. მეტიც შეეძლოთ, მაგრამ ამ პლეი ოფში საუკეთესო მატჩი ჩაატარა "ედმონტონის" მეკარემ კემ ტელბომ.

აღმოსავლეთი
ვაშინგტონი-პიტსბურგი 0:2
0:0, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 რასტი-5 (გიუნტცელი-5, კროსბი-10), 0:2 ჰორნკვისტი-4 (ჯ. შულცი-6).
სერია: 3:4

დასავლეთი
ანაჰაიმი-ედმონტონი 2:1
0:1, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 კაჯულა-3, 1:1 კოლიანო-1 (კესლერი-6, მონტური-5), 2:1 რიტჩი-2 (ვატანენი-1, პერი-7).
სერია: 4:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოვეჩკინი უდავოდ დიდი ჰოკეისტია,მაგრამ თითქოს დაწყევლილიაო ამ "ვაშინგტონში",რეგულარულებს გუნდი იგებს,ფლეი-ოფფებს აგებს.უკვე იმაზეც კი ალაპარაკდნენ გუნდი ხომ არ გამოეცვალაო,არადა ვაშინგტონში მემგონი მეორე კაცია,პრეზიდენტის მერე...ფინალი "პირსბურგი"-"ნე შვილი"მგონია.ვნახოთ.(ჩემს გუნდს არ დაადგა საშველი "მონრეალ კანადი ენს")
კახა ქირია
14:50 12-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული