არასასიამოვნო ცნობა

AutoSharing Option

ტვინის შერყევის შემდეგ დროში გაიწელა "პიტსბურგ პინგვინზის" ლიდერის სიდნი კროსბის ყინულზე დაბრუნება - კანადური ჰოკეის ვარსკვლავი იანვრიდან ვერ ახერხებს თამაშს. ჯერჯერობით ღიად დგას საკითხი - დაბრუნდება თუ არა კროსბი ყინულზე და შეძლებს თუ არა ამ სეზონში თამაშს. ამ მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკულ პრესაში გაჩნდა ჭორი იმის შესახებ, რომ სიდნიმ, შესაძლოა, იმ მოთამაშეების ნაღვლიანი ბედი გაიზიაროს, რომლებმაც სერიოზული ტრავმების შემდეგ ნაადრევად დაასრულეს კარიერა.
ეს ინფორმაცია უარყო კანადელი ჰოკეისტის აგენტმა პეტ ბრისონმა. "ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი განცხადებაა. კროსბის კარიერის დასრულება არც კი განხილულა", -
აღნიშნა ბრისონმა. აღვნიშნავთ, რომ უფრო ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კროსბის ოჯახის ერთ-ერთი წევრი ჰოკეისტს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აქტიური სპორტიდან წასვლას ურჩევდა, მაგრამ მაშინ ეს ჭორიც ბრისონმა უარყო.

"კროსბის მშობლებს ძალიან უნდათ, რომ მან კონდიციები აღიდგინოს და თამაში გააგრძელოს", - ამბობს აგენტი. "მთავარია, რომ ის ჯანმრთელი იყოს. რამდენი ხანი გაგრძელდება მკურნალობა ჯერ რთული სათქმელია. ვნახოთ როგორ გამოვა", - განაცხადა ჰოკეისტის მამამ ტროი კროსბიმ.

პიტსბურგი-ედმონტონი 5:1
1:0, 2:0, 2:1
გოლები: 1:0 კუნიტცი-19 (ტაილერ კენედი-19, სტაალი-12), 2:0 ტელბოტი-8 (დუპუი-18, ლავჯოი-9), 3:0 სტაალი-8 (ტაილერ კენედი-20, კუკი-18), 3:1 ჯონსი-16 (კოლიანო-18, ჟირუ-1), 4:1 მიხალეკი-2 (ადამსი-8, ტელბოტი-10), 5:1 კუნიტცი-20 (ნილი-20, ტაილერ კენედი-21)
დალასი-ლოს ანჯელესი 2:3
0:1, 1:1, 1:1
გოლები: 0:1 დაუტი-11 (სტოლი-21, პონიკაროვსკი-6), 0:2 პენერი-23 (კოპიტარი-46, ჯასტინ უილიამსი-35), 1:2 რიჩარდსი-25 (ერიქსონი-40), 2:2 ლანგენბრუნერი-9 (გოლიგოსკი-29, ბენი-23), 2:3 ჰანძუში-10 (პონიკაროვსკი-7, სიმონდსი-13)
ვაშინგტონი-ჩიკაგო 4:3 (ო)
2:1, 0:1, 1:1, 1:0
გოლები: 0:1 ლედი-3 (მარიან ჰოსა-26, ფროლიკი-24), 1:1 გორდონი-3, 2:1 არნოტი-15 (სიომინი-22, ვიდემანი-27), 2:2 კოპეცკი-13, 3:2 ლეიჩი-15 (ჰენდრიქსი-15, ფერი-10), 3:3 ტეუვზი-29 (კეიტი-31, შარპი-30), 4:3 ნუბლი-16 (იოჰანსონი-13, ვიდემანი-28)
ბაფალო-ოტავა 6:4
2:2, 3:1, 1:1
გოლები: 1:0 ენისი-16 (კონოლი-21, სეკერა-21), 1:1 სპეცა-14 (კარლსონი-28, გონჩარი-20), 2:1 ვანეკი-25 (გოსტადი-15, უებერი-8), 2:2 გრინინგი-2 (ვინჩესტერი-7, სპეცა-23), 3:2 ენისი-17 (კონოლი-22, უებერი-9), 4:2 გოსტადი-10 (მანკარი-2, ვანეკი-35), 4:3 სპეცა-15, 5:3 გერბე-9 (უებერი-10, პომინვილი-22), 6:3 ბოიესი-16 (პომინვილი-23, სეკერა-22), 6:4 კარლსონი-12 (სპეცა-24)
ანაჰაიმი-ფინიქსი 2:5
1:2, 1:2, 0:1
გოლები: 1:0 პერი-35 (რაიანი-28, გეტცლაფი-40), 1:1 პიატი-17, 1:2 კორპიკოსკი-16 (დოუნი-33), 2:2 პერი-36 (ფაულერი-23, ვიშნოვსკი-42), 2:3 კორპიკოსკი-17 (დოუნი-34, იენდლი-46), 2:4 შლემკო-3 (რეი უიტნი-38, ვრბატა-23), 2:5 დოუნი-17 (ოკუანი-19)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული