"ანაჰაიმის" თავდამსხმელი სელიანე პირველი მოთამაშე გახდა 40 წლის (ან მეტი) ასაკში, ვინც ერთ მატჩში ხუთი ქულა დააგროვა და ჰეთ-თრიკი შეასრულა. გუშინ, "იხვებმა" რთულ ბრძოლაში 5:4 დაამარცხეს "კოლორადო" და ტეემუმ თავისი გუნდის ხუთივე გოლში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე სამი გოლი და ორი საგოლე პასი მოდის.
გარდა ამისა, სელიანემ ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად გამოიყენა ბულიტი. ბოლოს ასეთი რამ ფინელის კარიერაში 1993
ტურის მეორე გმირი აღმოჩნდა "დეტროიტ რედ უინგზის" ლეგენდარული მცველი ნიკლას ლიდსტრიომი. შვედი 40 წელს გადაცილებული პირველი მოთამაშეა NHL-ის ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში 60 ქულის მოგროვება შეძლო. ამ ზღვარს ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა "ჩიკაგოსთან" მატჩში მიაღწია. ახლა სკანდანავიელის ანგარიშზე 15 გოლი და 45 პასი მოდის.
ამ სეზონში ლიდსტრიომი შედეგიანობის მხრივ მეორე ადგილზეა მცველებს შორის. პირველ პოზიციაზე იმყოფება "ანაჰაიმის" წევრი ლუბომირ ვიშნოვსკი. გუშინდელი მატჩის შემდეგ მისი მონაგარი 63 ქულას (15+48) შეადგენს.
კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "ბაფალო სეიბრზის" მეკარე რაიან მილერი დაასახელა. ამ გოლკიპერმა სამ მატჩში საშუალოდ 0.67 გოლი გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 97.6 პროცენტი მოიგერია. მისმა გუნდმა სამივე შეხვედრაში გაიმარჯვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზე გადაინაცვლა. მილერმა 85 დარტყმიდან 83 მოიგერია და სამი მატჩიდან ორში "შათაუტი" შეასრულა.
მეორე ვარსკვლავი გახდა "ანაჰაიმ დაქსის" ფორვარდი კორი პერი. კანადელი გასული კვირის საუკეთესო სნაიპერი გახდა 5 გოლით და რეგულარულის ლიდერი გახდა გატანილი შაიბების რაოდენობით (44). პერიმ სამ მატჩი მიიღო მონაწილეობა და სამივეში მინიმუმ ერთი გოლი გაჰქონდა. ბოლო 9 მატჩში ამ ჰოკეისტმა 17 ქულა (13+7) დააგროვა.
მესამე ვარსკვლავი მეკარე გახლავთ "ნიუ იორკ რეინჯერსის" კარის დარაჯი ჰენრიკ ლუნდკვისტი, ვინც გასულ კვირას საშუალოდ 0.32 შაიბას უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 98.7 პროცენტს იგერიებდა. შვედმა "რეიჯნერსს" სამიდან ორ მატჩში მოაგებინა და ამ შეხვედრებში ორი "შათაუტი" შეასრულა.
დეტროიტი-ჩიკაგო 2:3 (ო)
1:2, 0:0, 1:0, 0:1
გოლები: 0:1 ტეუვზი-31 (ბროუერი-18, კამპოლი-15), 1:1 ლიდსტრიომი-15 (ფილპულა-21, რაფალსკი-38), 1:2 სიბრუკი-6 (პ. კეინი-41, მარიან ჰოსა-29), 2:2 ზეტერბერგი-23 (ჰუდლერი-26, რაფალსკი-39), 2:3 მარიან ჰოსა-23 (პ.კეინი-42, კეიტი-35).
ანაჰაიმი-კოლორადო 5:4
0:2, 3:1, 2:1
გოლები: 0:1 რ. ო'რაილი-11 (ჰეიდუკი-30, სტოე-2), 0:2 დუშენი-27 (ჰეიდუკი-31, ჰანვიკი-12), 1:2 სელიანე-26 (ბულიტი), 2:2 ჯ. ბლეიკი-15 (სელიანე-46, ს. კოივუ-26), 3:2 სელიანე-27 (ფაულერი-27, ს. კოივუ-27), 3:3 ჯონსი-25 (ვინიკი-13, ო'ბირნი-10), 4:3 ფაულერი-9 (სელიანე-47, ვიშნოვსკი-47), 5:3 სელიანე-28 (გეტცლაფი-51, ვიშნოვსკი-48), 5:4 შჩასტნი-21 (ჰეიდუკი-32, დუშენი-34).
აღმოსავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. x-ფილადელფია* 75 45 20 10 100
2. x-ვაშინგტონი* 76 44 22 10 98
3. x-ბოსტონი* 75 42 23 10 94
4. x-პიტსბურგი 76 45 23 8 98
5. ტამპა ბეი 75 40 24 11 91
6. მონრეალი 76 40 29 7 87
7. რეინჯერსი 76 41 30 5 87
8. ბაფალო 75 38 28 9 85
9. კაროლინა 75 35 30 10 80
10. ტორონტო 76 34 32 10 78
11. ატლანტა 75 32 31 12 76
12. ნიუ ჯერსი 75 34 36 5 73
13. აილენდერსი 76 29 35 12 70
14. ფლორიდა 76 29 36 11 69
15. ოტავა 76 29 37 10 68
დასავლეთი
თ მ წ ოწ ქ
1. y-ვანკუვერი 76 50 17 9 109
2. დეტროიტი* 76 44 22 10 98
3. სან ხოსე* 76 44 23 9 97
4. ფინიქსი 77 41 25 11 93
5. ლოს ანჯელესი 75 43 26 6 92
6. ნეშვილი 76 41 25 10 92
7. ანაჰაიმი 76 43 28 5 91
8. ჩიკაგო 75 41 26 8 90
9. კალგარი 77 38 28 11 87
10. დალასი 74 38 26 10 86
11. მინესოტა 75 35 32 8 78
12. სტ. ლუისი 75 34 32 9 77
13. კოლამბუსი 75 33 31 11 77
14. კოლორადო 75 28 39 8 64
15. ედმონტონი 75 23 41 11 57
* - დივიზიონის ლიდერი, x - გავიდა პლეი ოფში, y - დივიზიონის ჩემპიონი
ბომბარდირები
გოლი+პასი
დანიელ სედინი (ვან) 96 (40+56)
მარტინ სენტ ლუისი (ტ-ბეი) 89 (27+62)
ჰენრიკ სედინი (ვან) 89 (19+70)
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 86 (43+43)
კორი პერი (ანა) 85 (44+41)
ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 77 (29+48)
ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 76 (23+53)
ჯერომ იგინლა (კალ) 75 (36+39)
ჯონათან ტეუვზი (ჩიკ) 75 (31+44)
ტეემუ სელიანე (ანა) 75 (28+47)
გოლები
კორი პერი (ანა) 44
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 43
დანიელ სედინი (ვან) 40
რაიან კესლერი (ვან) 36
ჯერომ იგინლა (კალ) 36
პატრიკ შარპი (ჩიკ) 34
ჯეფ კარტერი (ფილ) 34
პატრიკ მარლო (ს-ხოს) 33
პასები
ჰენრიკ სედინი (ვან) 70
მარტინ სენტ ლუისი (ტ-ბეი) 62
დანიელ სედინი (ვან) 56
ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 53
რაიან გეტცლაფი (ანა) 51
მაიკ რიბეირო (დალ) 50
დავიდ კრეისი (ბოს) 48
ლუბომირ ვიშნოვსკი (ანა) 48
ალექსანდ ოვეჩკინი (ვაშ) 48
ანზე კოპიტარი (ლ-ანჯ) 48