პრეზიდენტის თასი ვანკუვერს

AutoSharing Option

გუშინ, ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. არსებობის ისტორიაში პირველად "პრეზიდენტის თასის" მფლობელი გახდა "ვანკუვერ კენაქსი". ეს პრიზი გადაეცემა რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდს.

კანადურმა კლუბმა პირველი ადგილი "ლოს ანჯელეს კინგზის" ძლევის შემდეგ გაინაღდა. თამაში "ვანკუვერმა" 3:1 მოიგო. ამ მატჩში ორი ქულა (1+1) დააგროვა წლევანდელი სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა დანიელ სედინმა. ის გახდა პირველი მოთამაშე მიმდინარე რეგულარულში, რომლის მონაგარმა 100 ქულა შეადგინა.

"კინგზის" დამარცხების შემდეგ "ვანკუვერს" 78 მატჩში 113 ქულა დაუგროვდა. მის უახლოეს მდევარს - "ფილადელფია" ფლაიერზს" 77 შეხვედრაში 102 ქულა
აქვს. ასე რომ, "კენაქსმა" დარჩენილი ოთხივე შეხვედრა რომც წააგოს, მას კონკურენტები ვეღარ დაეწევიან.
რაც შეეხება დანიელ სედინს, ახლა მისი მონაგარი რეგულარულ ჩემპიონატში 41 გოლსა და 59 შედეგიან გადაცემას უდრის. ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე იმყოფება "ტამპა ბეი ლაითნინგის" ფორვარდი მარტინ სენტ ლუისი, რომელმაც 92 ქულის მოგროვება მოასწრო.
"ვანკუვერ კენაქსი" 1970 წელსაა დაარსებული და მას არც სტენლის თასი მოუგია თავისი არსებობის ისტორიაში.

ბოსტონი-ტორონტო 3:4 (ბ)
0:1, 3:1, 0:1, 0:0
გოლები: 0:1 შენი-5 (გუნარსონი-14, ლუპული-15), 1:1 მარჩანდი-21, 2:1 კრეისი-13 (ლუჩიჩი-30, ჰორტონი-27), 2:2 ლუპული-12 (კესელი-30, ბოჟაკი-17), 3:2 ფერენსი-3 (მარჩანდი-19, ბერჟერონი-34), 3:3 ლუპული-13 (კესელი-31, შენი-16).
ბულიტები გაიტანეს: კადრი (ტორონტო).
აილენდერსი-რეინჯერსი 6:2
0:1, 4:0, 2:1
გოლები: 0:1 პროსპალი-6 (გაბორიკი-23), 1:1 კომო-22 (ბეილი-16, ჰამონიკი-20), 2:1 მარტინეკი-3 (პარენტო-32, ტავარესი-35), 3:1 ჟოენსუ-5 (მარტინეკი-13, ჰილენი-17), 4:1 პარენტო-19 (მოულსონი-19, რიისი-2), 5:1 მოულსონი-31 (ტავარესი-36, რიისი-3), 6:1 ჟილი-2 (რიისი-4, მარტინი-9), 6:2 პრუსტი-13 (ბოილი-13).
ფილადელფია-ატლანტა 0:1
0:0, 0:0, 0:1
გოლი: 0:1 ანტროპოვი-15 (ე. კეინი-23).
ვაშინგტონი-კოლამბუსი 4:3 (ო)
1:0, 2:2, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 კარლსონი-7 (ლეიჩი-27, ჩიმერა-16), 1:1 ვერმეტი-19 (კალვერტი-7, კუბალიკი-1), 2:1 ნუბლი-21 (ბექსტრიომი-42, ოვეჩკინი-49), 2:2 ტიუტინი-7 (კუბალიკი-2, კალვერტი-8), 3:2 არნოტი-16 (შტურმი-9), 3:3 აპშოლი-22 (მაკენზი-13), 4:3 ჩიმერა-9 (ლეიჩი-28, კარლსონი-28).
ფლორიდა-ოტავა 1:4
0:1, 1:3, 0:0
გოლები: 0:1 ფოლინო-13, 0:2 გრინინგი-5 (სვატოსი-3), 1:2 რეპიკი-2 (რისონერი-16), 1:3 გრინინგი-6 (სვატოსი-4, ფილიპსი-7), 1:4 კუბა-1 (კონდრა-5, შენონი-14).
ტამპა ბეი-პიტსბურგი 2:1
2:0, 0:0, 0:1
გოლები: 1:0 დაუნი-9 (საიმონ განიე-19, სტემკოსი-45), 2:0 სენტ ლუისი-30 (ლეკავალიე-28, ჰედმაინ-23), 2:1 რუპი-7 (კოვალიოვი-16).
მინესოტა-ედმონტონი 4:2
2:0, 2:1, 0:1
გოლები: 1:0 მიეტინენი-15 (კულენი-27, ბრუნეტი-26), 2:0 ჟიდლიცკი-7 (ბუშარი-23, ბროძიაკი-19), 3:0 შტაუბიცი-2 (ნისტრიომი-7, მადენი-13), 4:0 ჰავლატი-22 (კობესიუ-6, ბერნსი-28), 4:1 გილბერტი-6 (ჯონსი-6, პააიარვი-18), 4:2 უმარკი-4 (გილბერტი-20, ვანდერმეერი-12).
კოლორადო-ნეშვილი 2:3
0:1, 0:1, 2:1
გოლები: 0:1 უილსონი-16 (ჰალიშჩუკი-6, ჯოფრიონი-2), 0:2 ტუტუ-6 (ფრენსონი-19, ერატი-32), 0:3 ერატი-16 (ფიშერი-19, ს. კოსტიცინი-26), 1:3 შჩასტნი-22 (ჰეიდუკი-33, დუშენი-35), 2:3 ჯონსი-26 (ლაილსი-38, პორტერი-10).
ვანკუვერი-ლოს ანჯელესი 3:1
0:1, 2:0, 1:0
გოლები: 0:1 კოიფორდი-6 (დაუტი-28, რიჩარდსონი-12), 1:1 დ. სედინი-41 (ორეშკოვიჩი-3), 2:1 ერჰოფი-13 (ჰანსენი-18), 3:1 კესლერი-37 (დ. სედინი-59, სალო-4).
სან ხოსე-დალასი 6:0
1:0, 2:0, 3:0
გოლები: 1:0 ბოილი-7 (პაველსკი-44, ველვუდი-3), 2:0 კუტური-31 (ქლოუ-37, ჰიტლი-36), 3:0 ვლასიჩი-3 (ჯ. ტორნტონი-46, სეტოგუჩი-17), 4:0 მარლო-34 (მეიერსი-10, უაიტი-22), 5:0 მარლო-35 (ჯ. ტორნტონი-47, ჰიტლი-37), 6:0 იგერი-6 (მეიერსი-11, ვლასიჩი-13).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული