ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვუვუზელები აკრძალეს

AutoSharing Option
გულშემატკივრებს ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 2011 წლის 29 აპრილს სლოვაკეთში დაიწყება, ვუვუზელების (სამხრეთაფრიკული საკრავი) გამოყენების უფლებას არ მისცემენ. მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ფანებს დასარტყამი ინსტრუმენტების გამოყენებაც აუკრძალეს, რომელთა ჟღერადობა სლოვაკეთის ჩემპიონატის მატჩებს ტრადიცულად თან ახლავს.

საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლის თქმით, ინსტრუმენტები ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) მიერაა აკრძალული. მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ასევე განაცხადეს, რომ გულშემატკივრები ტრიბუნებზე ქოლგებს, საკვებს და ბოთლებს ვერ შეიტანენ.

ვუვუზელმა პოპულარობა ფეხბურთში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის დროს მოიპოვა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გაიმართა. ამ ტურნირზე ბევრი ევროპელი ფეხბურთელი და გულშემატკივარი ვუვუზელას
ჟღერადობაზე ჩიოდა. შემდგომში ბევრმა საფეხბურთო კლუბმა და გაერთიანებამ (მათ შორის, უეფამ) მატჩების დროს ვუვუზელის გამოყენება აკრძალა.


მომზადებულია Sport-ის მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული