საჩუქარიც ამას ჰქვია!

AutoSharing Option
უცნაური საჩუქარი მიიღო სეზონის დასრულების შემდეგ გერმანულმა კლუბმა, რომელსაც "ფრანქფურტელი ლომები" ჰქვია. შარშან ამ გუნდს ფინანსური პრობლემების გამო გერმანიის ჩემპიონატის დაბალ დივიზიონში დაქვეითება მოუწია, მაგრამ წლევანდელ სეზონში "ლომებმა" დამაჯერებლად დაიბრუნეს უმაღლეს დივიზიონში თამაშის უფლება.

რა თქმა უნდა, მათი მიღწევა შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ერთ-ერთმა ფრანქფურტულმა რადიოსადგურმა მოთამაშეებს შიშველი ქერათმიანი გოგონა აჩუქა.

სეზონის ბოლო მატჩის მოგების შემდეგ ჰოკეისტები საშხაპეში შევიდნენ და იქ 21 წლის ქერათმიანი ლამაზმანი საბინა დახვდათ, რა თქმა უნდა, სრულიად შიშველი. გოგონას სულაც არ მორიდებია 22 ჰოკეისტის წინაშე თავისი
მომხიბვლელობის დემონსტრირება. იმის შესახებ არაფერია ცნობილი, რით დასრულდა საბინას ვიზიტი საშხაპეში, თუმცა სავარაუდოდ, უკმაყოფილო წესით არავინ დარჩებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჰოკეისტების წინაშე ტანსაცმლის გარეშე ვიზიტის უფლებისთვის კონკურსიც კი გაიმართა. საშხაპეში მოსახვედრად 18 გოგონა იბრძოდა და საბოლოოდ, საბინას გაუმართლა.

სავარაუდოდ, ასეთი საჩუქარი მორიგი გმირობებისკენ უბიძგებს "ფრანქფურტელ ლომებს" და იქნებ მათ გერმანიის ჩემპიონის ტიტულიც კი დაიბრუნონ, რომელიც ბოლოს 2004 წელს მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული