მალე პლეი ოფი დაიწყება

AutoSharing Option
ძალიან ცოტა დრო რჩება რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე და შესაბამისად, უფრო მეტად დაიძაბა ბრძოლა პლეი ოფის დარჩენილი საგზურებისთვის.

გუშინდელი დღის შემდეგ პრაქტიკულად გაირკვა აღმოსავლეთი კონფერენციის გამარჯვებული. გუშინ "ვაშინგტონმა" საკუთარ მოედანზე მოუგო "ფლორიდას" - 5:2 და თავისი მონაგარი 107 ქულამდე აიყვანა. დედაქალაქელებს ორი მატჩი დარჩათ ჩასატარებელი. მართალია, "ფილადელფიასთან" თანაბარი ქულების შემთხვევაში პირველ ადგილზე "მფრინავები" გავლენ, მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ "ვაშინგტონმა" გაფლანგოს ეს უპირატესობა.

დასავლეთ კონფერენციაში იმ გუნდებმა გაიმარჯვეს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. ორი დღის წინ სტენლის თასის მფლობელმა "ჩიკაგომ" დასანანი შეხვედრა
წააგო ოვერტაიმში "მონრეალთან", გუშინ კი "ბლეკჰოქმა" გატეხა "სენტ ლუისის" წინააღმდეგობა - 4:3. აღსანიშნავია, რომ "ჩიკაგომ" კრიტიკულ მომენტს დააღწია თავი, რადგან 0:2-ს აგებდა. ამ გუნდმა მნიშვნელოვანი ორი ქულა მოიპოვა, მაგრამ მაინც მერვე ადგილზეა კონფერენციაში. საქმე ისაა, რომ პარალელურად "ანაჰაიმმა" თავის მოედანზე "სან ხოსე" გაანადგურა - 6:2!

საინტერესოა, რომ "სან ხოსეს" კარში ჩადგა ანტერო ნიიტიმიაკი, არადა, ბოლო 34 მატჩი "ზვიგენების" კარს ანტი ნიემი იცავდა. ორი პერიოდის განმავლობაში "დაქსი" შესანიშნავად იყენებდა მეტოქის გაძევებებს - ექვსიდან ოთხი შაიბა "იხვებმა" მაშინ გაიტანეს, როცა ყინულზე ერთი კაცით მეტი ჰყავდათ. გამარჯვებულთა რიგებში კვლავ საუკეთესო იყო კორი პერი, რომელიც ბრწყინვალე ფორმაში ხვდება პლეი ოფის მატჩებს. ამჯერად ფორვარდმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და ერთი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. პერი ერთადერთი ჰოკეისტია ამ სეზონში, ვინც 50-შაიბიან ზღვარს მიაღწია. ასევე ოთხი ქულა დააგროვა ამ მატჩში რაიან გეტცლაფმა - მის ანგარიშზე ოთხი შედეგიანი პასი მოდის.

ცდილობს არ ჩამორჩეს "ანაჰაიმს "კალგარი", მაგრამ მისი მონდომება დაგვიანებულია. "ფლეიმზმა" 6:1 გაანადგურა "ედმონტონი", თუმცა დაკარგა პლეი ოფში მოხვედრის შანსი. მათემატიკურად "კალგარის" შეუძლია "ჩიკაგოსა" და "ანაჰაიმის" დაწევა, მაგრამ თანაბარი ქულების შემთხვევაში დაითვლება სეზონში ბულიტების სერიაში მოგებული მატჩები, ამ მაჩვენებლით კი "ფლეიმზი" ჩამორჩება "ბლეკჰოქსსაც" და "დაქსაც". პერის მსგავსად, რეგულარულის ბოლოს ბრწყინვალე ფორმაში შევიდა ვეტერანი ჯერომ იგინლა, რომელმაც მორიგი ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამ ფორვარდს ახლა 42 შაიბა აქვს და მესამეა ლიგის სნაიპერებს შორის.

დასავლეთის მეოთხე ადგილისთვის იბრძოდნენ "ლოს ანჯელესი" და "ფინიქსი". როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში ძალიან დაძაბური გამოვიდა და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. გამარჯვებული ბულიტების სერიით გამოვლინდა, სადაც უფრო ძლიერი "კინგზი" იყო. "ლოს ანჯელესმა" ორი ქულა აიღო, სატურნირო ცხრილში "ნეშვილს" გაასწრო და პლეი ოფში თამაში გაინაღდა.

ბოსტონი-აილენდერსი 3:2
1:0, 2:2, 0:0
გოლები: 1:0 შ. ტორნტონი-10 (პეი-7, გ. კემპბელი-15), 1:1 გრაბნერი-32 (კომო-22, დიპიეტრო-1), 2:1 საიდენბერგი-7 (კელი-14, პევერლი-23), 3:1 გ. კემპბელი-13 (მაკუეიდი-12, ტ. კაბერლე-43), 3:2 გრაბნერი-33 (ბეილი-17, უიშერტი-4).

კაროლინა-დეტროიტი 3:0
0:0, 2:0, 1:0
გოლები: 1:0 ჟოსლენი-2 (სტილმანი-26, ე. სტაალი-40), 2:0 სკინერი-30 (ე. სტაალი-41), 3:0 კოული-25 (ე. სტაალი-42).

ნიუ ჯერსი-ტორონტო 4:2
1:0, 2:0, 1:2
გოლები: 1:0 კოვალჩუკი-30 (ჯოზეფსონი-6, ფეინი-10), 2:0 ტედენბი-8 (კოვალჩუკი-28, ელიაში-41), 3:0 ტალინდერი-5 (მეირი-3, პელეი-7), 3:1 კესელი-31 (ლუპული-17, ლეშჰოფი-1), 3:2 ბოჟაკი-15, 3:2 ელიაში-20.

ვაშინგტონი-ფლორიდა 5:2
2:0, 1:0, 2:2
გოლები: 1:0 ნუბლი-24 (ლეიჩი-31, ოვეჩკინი-52), 2:0 ჩიმერა-10 (ბექსტრიომი-46, ლეიჩი-32), 3:0 კოლინზი-1 (ოვეჩკინი-53), 4:0 ჰენდრიქსი-9 (გორდონი-6, შულცი-9), 4:1 ბუტი-23 (სამსონოვი-27, კლეი უილსონი-2), 4:2 სანტორელი-19 (სამსონოვი-27, რისონერი-18), 5:2 ოვეჩკინი-32 (ბექსტრიომი-47).

ჩიკაგო-სტ. ლუისი 4:3 (ო)
0:!, 3:1, 0:1, 1:0
გოლები: 0:1 ბეკსი-31 (ოში-22, ენდი მაკდონალდი-30), 0:2 ოში-11 (პიეტრანჯელო-32), 1:2 მარიან ჰოსა-24 (შარპი-35, ლედი-3), 2:2 კოპეცკი-15 (სიბრუკი-38, კამპოლი-17), 3:2 ლედი-4 (კეიტი-37, დოუელი-15), 3:3 კ. სტიუარტი-28 (დ'აგოსტინი-25, ბერგლუნდი-30), 4:3 ტეუვზი-32 (კეიტი-38, ბ. კემპბელი-22).

კალგარი-ედმონტონი 6:1
0:0, 3:0, 3:1
გოლები: 1:0 ბურკი-27 (ო. იოკინენი-37, ბოუმისტერი-20), 2:0 იგინლა-40 (ბეკლუნდი-13, ბაბჩუკი-23), 3:0 იგინლა-41 (ტანგეი-45, ბეკლუნდი-14), 4:0 ტანგეი-22 (ბეკლუნდი-15, იგინლა-43), 4:1 პააიარვი-15 (კოლიანო-24), 5:1 გლენკროსი-24 (ნემისი-1, ბაბჩუკი-24), 6:1 იგინლა-42 (ჯეკმენი-13, ტანგეი-46).

ანაჰაიმი-სან ხოსე 6:2
2:0, 4:1, 0:1
გოლები: 1:0 პერი-48 (რაიანი-35, გეტცლაფი-53), 2:0 ფაულერი-10 (ვიშნოვსკი-49, პერი-47), 3:0 პერი-49 (რაიანი-36, გეტცლაფი-54), 3:1 დ. ბოილი-9 (უელვუდი-6, მიურეი-12), 4:1 პერი-50 (სელიანე-49, გეტცლაფი-55), 5:1 სელიანე-29 (ფაულერი-30, გეტცლაფი-56), 6:1 ჯ. ბლეიკი-16 (ს. კოივუ-28, რაიანი-37), 6:2 იგერი-7 (დეჟარდენი-2, მიტჩელი-12).

ლოს ანჯელესი-ფინიქსი 3:2 (ბ)
1:2, 1:0, 0:0, 0:0
გოლები: 1:0 სტოლი-20 (დ. ბრაუნი-28), 1:1 სტემპნიაკი-19 (პიატი-13, ფიდლერი-15), 1:2 პიატი-18 (სტემპნიაკი-19, ფიდლერი-16), 2:2 კლიფორდი-7 (სიმონდსი-16, სკუდერი-13).
ბულიტები გაიტანეს: ჰანძუში (ლოს ანჯელესი), სტოლი (ლოს ანჯელესი), ვრბატა (ფინიქსი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული