ჰოკეი სპორტის კონტაქტური სახეობაა, რომელშიც სათამაშო პროცესი უსწრაფესი ტემპით ვითარდება. თამაშის მთავარი არსი ყველამ იცის - შაიბა უნდა შევარდეს კარში. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მოთამაშეების დარტყმები, სიტყვიერი კონფლიქტი, ჩხუბი - ამ მხრივ ჰოკეი სპორტის სათამაშო სახეობების შორის გამორჩეულია. როგორც მიხვდით, დღეს ლაპარაკი იქნება ტაფგაებზე, აგიტატორებზე, ენფორსერებზე და ჰოკეის ეროვნული ლიგის მებრძოლებზე. უფრო სწორედ იმაზე, რა წესებით მიმდინარეობს ბრძოლა ყინულზე.
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ჩხუბი თამაშის განუყოფელი ნაწილია. მუშტიკრივში, როგორც წესი, ენფორსერები მონაწილეობენ. მეორენაირად მათ "გუნებს" (goons) უწოდებენ - ესენი არიან
ზოგიერთ ჩრდილოამერიკელ გულშემატკივარსაც შეიძლება ვუწოდოთ "გუნები". არიან ისეთებით, რომლებიც ჰოკეის მატჩებს იმისთვის ესწრებიან, რომ ჩხუბსა და ძალადობას უყურონ და არა მოთამაშეთა დახვეწილ ტექნიკასა და უსწრაფეს კომბინაციებს.
იმისთვის, რომ მოედანზე სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს, არსებობს ჩხუბის ოფიციალური წესები, აგრეთვე დაუწერელი კანონები. ოფიციალური წესები ასეთია:
- არ შეიძლება გამოიყენო ყვანჯი იარაღად;
- აკრძალულია ჩხუბი ჰოკეის ხელთათმანებით;
- დაუშვებელია ჩხუბი ერთი მიმართულებით ანუ, როცა ერთ-ერთ მებრძოლს მოწინააღმდეგეზე ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. ამ შემთხვევაში მსაჯი ვალდებულია მოჩხუბრები გააშველოს. აგრეთვე ეს წესი ვრცელდება ორი ერთზე ან უფრო მეტი რაოდენობის მონაწილეების შორის ჩხუბში.
საინტერესოა რას წარმოადგენს დაუწერელი კანონი, ანუ როგორც მას უწოდებენ "მებრძოლის კოდექსი". NHL-ის ცნობილმა "პოლიციელმა" ჟორჟ ლარაკმა ტელეარხ CBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "კოდექსი - ეს არის წესების ერთობლიობა, რომელიც ყოველმა მებრძოლმა უნდა იცოდეს. ტყუილად არ უწოდებენ მას მებრძოლთა საძმოს კანონებს". აი კოდექსის ძირითადი წესები:
- პატივი ეცი მოწინააღმდეგეს;
- პატივი ეცი მოწინააღმდეგეს მაშინაც, თუ მან ბრძოლაზე უარი განაცხადა;
- ხელი არ ახლო ტრავმირებულს;
- არ იზეიმო ჩხუბის ბოლოს;
- ზურგიდან არ დაესხა თავს მოწინააღმდეგეს;
- არ დაარტყა ყინულზე დაცემულ მეტოქეს;
- უარი არ უთხრა მოწინააღმდეგეს ჩხუბზე, თუ ის მანამდე მატჩში დაამარცხე;
- არ დაიწყო ბრძოლა იქამდე, სანამ მეტოქე ხელთათამანებს არ გაიძრობს;
- თუ დამცავი შუშით თამაშობ, ჩხუბის წინ ჩაფხუტი მოიხადე;
- არ იჩხუბო მეკარესთან. ამისთვის არსებობს მეორე მეკარე.
"დიახ, ისეც ხდება, რომ ჩხუბის დროს ადრენალინი გამოიყოფა და აკეთებ იმას, რაც კოდექსით არის აკრძალული. ჩვენი სამუშაო ჰოკეიში ძალიან რთულია, მაგრამ უნდა გაარკვიო, რა არ გააკეთე სწორად და მომავალში შეეცადო ანალოგიურ სიტუაციაში დაიცვა კოდექსი", - ამბობს ლარაკი.
ეს წესი ოფიციალური არ არის, მაგრამ თუ მებრძოლს სურს თავის კოლეგებსა და გულშემატკივრებს შორის პატივისცემა მოიპოვოს, აჩვენოს რას წარმოადგენს სინამდვილეში, სწორედ ამ კოდექსს უნდა მისდიოს.