თუმცა მეორე პერიოდში "ატლანტამ" სრულიად სამართლიანად გაიტანა
"რეინჯერსს" მხოლოდ რიცხობრივი უპირატესობისას გამოსდიოდა თამაში, მაგრამ "ატლანტა" ხარისხიანად იცავდა საკუთარ კარს. მესამე მეოთხედის სტარტზე მასპინძლებმა კიდევ ერთხელ ვერ გაითამაშეს ზედმეტი მოთამაშე, "ტრეშერზმა" კი საფრთხე მოიგერია, კარგი კონტრშეტევა განახორციელა, რომელიც ერიკ ბულტონმა დაასრულა.
როგორც გითხარით, "რეინჯერსმა" ძალიან გაირთულა საქმე. მართალია, ორი ქულით უსწრებს მეცხრე ადგილზე მყოფ "კაროლინას", მაგრამ ამ უკანასკნელს ერთი თამაში თადარიგში აქვს და მოგების შემთხვევაში (დღეს "ჰარიკეინზი" "ატლანტას" ეთამაშება) გაასწრებს ნიუიორკულ კლუბს, რადგან ნაკლები მატჩი აქვს მოგებული ბულიტების სერიით.
დასავლეთში "დალასი" უპრობლემოდ გაუსწორდა "კოლორადოს", რომელიც ტექსასში ძირითადის 11 ჰოკეისტის გარეშე იყო ჩასული. "დალასი" მეცხრე ადგილზე გადავიდა და "ჩიკაგოსა" და "ანაჰაიმს" ორი ქულით ჩამორჩება. აღვნიშნავთ, რომ "სტარზს" კონკურენტებს შორის ყველაზე იოლი კალენდარი აქვს - კიდევ ერთი მატჩი "კოლორადოსთან" და რეგულარულის ბოლო შეხვედრა "მინესოტასთან".
რეინჯერსი-ატლანტა 0:3
0:0, 0:2, 0:1
გოლები: 0:1 შრემპი-13 (ზუბარევი-1, ე.სტიუარტი-25), 0:2 ლედი-28 (ველერი-25, ლიტლი-29), 0:3 ბულტონი-6 (ოდუია-15, შრემპი-13).
ოტავა-მონრეალი 3:2 (ო)
0:0, 0:1, 2:1, 1:0
გოლები: 0:1 ჯონტა-27 (დარში-13, ვიშნიევსკი-40), 1:1 სპეცა-21 (გრინინგი-7, ბატლერი-10), 2:1 ბატლერი-9 (სპეცა-35, ფილიპსი-8), 2:2 კამალერი-19 (ა.კოსტიცინი-25, ვიშნიევსკი-41), 3:2 კუბა-2 (ბატლერი-11, შენონი-16).
დალასი-კოლორადო 4:2
2:0, 0:1, 2:1
გოლები: 1:0 ვენდელი-7, 2:0 ლ.ერიქსონი-26 (ბენი-31, ბ.რიჩარდსი-47), 2:1 იიპი-10 (დუპუი-10, დუშენი-37), 3:1 მოროუ-31 (ლ.ერიქსონი-43, რიბეირო-51), 3:2 ოლვერი-2 (რ.უილსონი-13, დუშენი-38), 4:2 ბ.რიჩარდსი-27 (ბენი-32).
ვანკუვერი-მინესოტა 5:0
2:0, 2:0, 1:0
გოლები: 1:0 რეიმონდი-14 (ჰანსენი-19), 2:0 კესლერი-38 (ჰ.სედინი-74, დ.სედინი-60), 3:0 კესლერი-39, 4:0 რეიმონდი-15 (დ.სედინი-61, ბიეკსა-16), 5:0 კესლერი-40 (ჰიგინსი-15).
ვარსკვლავური კანადა
ჰოკეის ეროვნული ლიგის რამდენიმე ვარსკვლავმა გადაწყვიტა მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატზე თამაში. ეს ის მოთამაშეები არიან, რომელთა გუნდები ვერ მოხვდნენ NHL-ის პლეი ოფში. ამ სიაში არიან: "კოლამბუსის" კაპიტანი რიკ ნეში (ეს მისთვის მეშვიდე ჩემპიონატი იქნება), სტენლის თასის ორგზის მფლობელი "ატლანტადან" ენდრიუ ლედი, "ოტავასა" და "კოლორადოს" ფორვარდები - ჯეისონ სპეცა და მეტ დუშენი.
როგორც TSN წერს, კანადის ნაკრების შემადგენლობის დაკომპლექტებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილი სამი დღე. კერძოდ, თუ "კაროლინა" ვერ შეძლებს სტენლის თასის გათამაშებაში გასვლას, მაშინ სლოვაკეთში პლანეტის პირველობაზე ამ გუნდიდან ვიხილავთ მეკარე კემ უორდს, ფორვარდ ერიკ სტაალსა და ამ სეზონის აღმოჩენად მიჩნეულ თავდამსხმელს ჯეფ სკინერს.
კანადის ნაკრებში თამაშის ინტერესი გამოთქვეს "ედმონტონისა" და "ნიუ ჯერსის" ფორვარდებმა - ჯორდან ებერლემ და ტრევის ზაიაცმა. ასევე დიდია გუნდში "ტორონტოს" მცველების - დიონ ფანოფისა და ლიუკ შენის მოხვედრის ალბათობა.
შეგახსენებთ, რომ კვლავაც უცნობია კანადის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვინაობა. გუნდის დამრიგებლის სახელს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ, საჩემპიონატო განაცხადის ძირითადი ბირთვი კი მომავალი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი.