ერთი დღე დარჩა

AutoSharing Option

თითქმის დასრულა რეგულარული სეზონი ჰოკეის ეროვნულ ლიგაში. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი დღე დარჩა, თუმცა აღმოსავლეთ კონფერენციაში გუნდები უკვე დაწყვილდნენ მეოთხედფინალში:
ვაშინგტონი (1)-რეინჯერსი (8)
ფილადელფია (2)-ბაფალო (7)
ბოსტონი (3)-მონრეალი (6)
პიტსბურგი (4)-ტამპა ბეი (5)
კრახით დასრულდა რეგულარული ჩემპიონატი "კაროლინასთვის". ამ გუნდს ერთი მოგება სჭირდებოდა პლეი ოფამდე, მაგრამ "ჰარიკეინზმა" ვერ შეძლო სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის მოგება. არადა, "კაროლინას" მეტოქეს - "ტამპა ბეის" ბოლო მატჩში არაფერი სჭირდებოდა და თან აღნიშნულ შეხვედრაში სათადარიგო მეკარე მაიკ სმიტი დააყენა. თუმცა, შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი
"კაროლინას" წაგებაში, რადგან სმიტმა აღმავლობით ითამაშა და ღირსეულად შეცვალა დუეინ როლოსონი.
"ჰარიკეინზის" წაფორხილებით კარგად ისარგებლა "რეინჯერსმა", რომელმაც მოიგო თავისი შეხვედრა "ნიუ ჯერსისთან" და მერვე ადგილიდან გავიდა პლეი ოფში.
აღმოსავლეთში ასევე გასარკვევი იყო პირველი ადგილის ბედი ატლანტიკის დივიზიონში. "ფილადელფიას" მოგება სჭირდებოდა "აილენდერსთან" მატჩში. უხვგოლიან შეხვედრაში "მფრინავებმა" 3:4-ის შემდეგ ზედიზედ ოთხი შაიბა გაიტანეს და 2003-04 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიპოვეს დივიზიონის ტიტული. ამით "ფილადელფია" აღმოსავლეთის პირველ სამეულში მოხვდა და მინიმუმ ორი ეტაპი საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება.
დასავლეთ კონფერენციაში გაცილებით რთული და არეული სიტუაცია იყო. გუნდებს შორის ქულათა სხვაობა იმდენად მჭიდრო გახლდათ, რომ გუშინდელი მატჩების შემდეგ ერთი უცნაურობა მოხდა - "ანაჰაიმმა", რომელსაც ბოლო მომენტამდე არ ჰქონდა გარანტირებული პლეი ოფში მოხვედრა, რეგულარული ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა! "იხვებმა" რიცხობრივი უპირატესობის კარგად გამოყენების ხარჯზე მოუგეს უშუალო კონკურენტ "ლოს ანჯელესს", თანაც წააგეს თავიანთი მატჩები "ნეშვილმა" და ფინიქსმა", რითაც "ანაჰაიმმა" სტენლის თასის პირველ წრეში საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვა.
თუმცა რეგულარულის დასრულებამდე ერთი დღე რჩება და ჯერ გაურკვეველია წყვილების შემადგენობა დასავლეთში. სტენლის თასის მფლობელ "ჩიკაგოს" შეუძლია 99 ქულის დაგროვება და მეშვიდე ადგილზე მყოფი "ლოს ანჯელესის" გადასწრება. ასე რომ, ყველაფერი გუშინ ღამით უნდა გადაწყვეტილიყო.

8 აპრილი
დეტროიტი-ჩიკაგო 2:4
0:3, 1:1, 1:0
გოლები: 0:1 სიბრუკი-8 (შარპი-36, მარიან ჰოსა-31), 0:2 ბ. სმიტი-1 (პ. კეინი-45), 0:3 ბ. კემპბელი-5 (ფროლიკი-27, პ. კეინი-46), 0:4 მარიან ჰოსა-25 (სიბრუკი-39, კროუფორდი-1), 1:4 დ. მილერი-9 (ფრანცენი-27, აბდელკადერი-12), 2:4 ჰოლმსტრიომი-17 (ჯ. ერიქსონი-12, ბ. სტიუარტი-17).
აილენდერსი-პიტსბურგი 3:4 (ბ)
0:1, 1:1, 2:1, 0:0
გოლები: 0:1 რუპი-8 (გოდარდი-2, კ. ადამსი-11), 0:2 ზ. მიხალეკი-5 (ლეტანგი-42, ტაილერ კენედი-24), 1:2 კომო-23 (მოულსონი-21, იოენსუუ-3), 2:2 კომო-24 (გრაბნერი-18, ჰამონიკი-21), 2:3 ლეტესტუ-13 (რუპი-8, ეშემი-6), 3:3 ჰამონიკი- 4 (ოკსოპო-14).
ბულიტები გაიტანეს: კუნიტცი (პიტსბურგი).
ატლანტა-კაროლინა 1:6
0:2, 0:1, 1:3
გოლები: 0:1 სკინერი-31 (ტ. რუუტუ-37), 0:2 კოული-26 (სტილმანი-27), 0:3 პიტკანენი-5 (მაკბეინი-22), 0:4 სუტერი-14 (ლაროუზი-15), 0:5 ი. იოკინენი-19 (რუუტუ-38, სკინერი-30), 0:6 რუუტუ- 19 (ი. იოკინენი-33, სკინერი-31), 1:6 ლიტლი-18 (ლედი-30, ველერი-26).
ბაფალო-ფილადელფია 4:3 (ო)
0:1, 2:2, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 ჰარტნელი-22 (ბრიერი-32, ო'დონელი17), 1:1 გერბე-15 (გოსტადი-18, მანკარი-6), 2:1 პომინვილი-21 (ვანეკი-40, კონოლი-29), 2:2 ვერსტიგი-21 (ჟირუ-51), 2:3 ბრიერი-33 (ჰარტნელი-25, კარლი-38), 3:3 გერბე-16 (ვანეკი-41, მონტადორი-20), 4:3 ვანეკი-32.
ტამპა ბეი-ფლორიდა 4:2
2:1, 2:0, 0:1
გოლები: 1:0 ლეკავალიე-23 (სენტ ლუისი-66, სტემკოსი-46), 1:1 გარისონი-5 (სანტორელი-21, დადონოვი-8), 2:1 მელოუნი-14, 3:1 ლეკავალიე-24 (ბულიტი), 4:1 კუბინა-4 (მელოუნი-24, დაუნი-21), 4:2 სანტორელი-20 (კელეჰანი-1, დადონოვი-9).
ნეშვილი-კოლამბუსი 4:1
1:0, 2:1, 1:0
გოლები: 1:0 ჰორნკვისტი-20 (ფიშერი-17, უებერი-32), 2:0 ჰალიშჩუკი-4 (სმიტსონი-8, ტუტუ-10), 3:0 ჰორნკვისტი-21, 3:1 ბრასარი-17 (უმბერგერი-32), 4:1 ს. კოსტიცინი- 23 (ჰორნკვისტი-27, კლეინი-16).
კოლორადო-დალასი 2:3
0:1, 1:1, 1:1
გოლები: 0:1 რიბეირო-19 (სკრასტინსი-5), 0:2 ლ. ერიქსონი-27 (ბ. რიჩარდსი-48, ბენი-33), 1:2 იიპი-11 (დუპუი-11, ჰოლოში-5), 1:3 მოროუ-32 (ოტი-20, რიბეირო-52), 2:3 იიპი-12 (მაკლემანი-12, ჰოლოში-6).
ედმონტონი-მინესოტა 1:3
0:1, 1:1, 0:1
გოლები: 0:1 ბერნსი-17 (მ. კოივუ-41, ბუშარი-24), 0:2 სპარჯონი-3 (ბუშარი-25, მ. კოივუ-42),1:2 ჰარტიკაინენი-2 (ებერლე-25, ვანდეველდე-2), 1:3 ბრუნეტი-18 (ბუშარი-25, მ. კოივუ-43).
ანაჰაიმი-ლოს ანჯელესი 2:1
0:1, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 რ. სმიტი-22 (დ. ბრაუნი-29, სტოლი-23), 1:1 სელიანე-30 (სბისა-9, ჯ. ბლეიკი-15), 2:1 სელიანე-31 (ს. კოივუ-29, ჯ. ბლეიკი-16).
ფინიქსი-სან ხოსე 4:3
1:0, 2:1, 1:2
გოლები: 1:0 ებეტი-2 (ტარისი-14), 1:1 ი. უაიტი-3 (ვალინი-5, ტ. მიტჩელი-13), 2:1 რეი უიტნი-17 (დოუნი-40, ბელანჟე-26), 3:1 ვრბატა-19 (ბელანჟე-27), 4:1 დოუნი-20 (ვრბატა-29, კორპიკოსკი-21), 4:2 ჯ. ტორნტონი-21 (კუტური-24, მიურეი-13), 4:3 ჰიტლი-26 (მარლო-35, დემერსი-22).
9 აპრილი
რეინჯერსი-ნიუ ჯერსი 5:2
1:2, 3:0, 1:0
გოლები: 0:1 პალმიერი-9 (კოვალჩუკი-29, ზაიაცი-31), 1:1 დრური-1 (კრისტენსენი-16, ცუკარელო-17), 1:2 კოვალჩუკი-31 (ე. გრინი-19, სალმელა-5), 2:2 ვოლსკი-12 (ფედოტენკო-15, ზაუერი-12), 3:2 მაკდონაჰი-1 (პროსპალი-14, გაბორიკი-26), 4:2 პრუსტი-13 (დუბინსკი-30, სტეპანი-24), 5:2 პროსპალი-9 (ანისიმოვი-26, ჟირარდი-27).
ბოსტონი-ოტავა 3:1
1:1, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 პეი-6 (გ. კემპბელი-16, შ. ტორნტონი-10), 1:1 ბ. ბატლერი-10 (მ. მიხალეკი-15, სპეცა-36), 2:1 ჰორტონი-26 (ხარა-30, ლუჩიჩი-32), 3:1 პევერლი-17.
კაროლინა-ტამპა ბეი 2:6
0:3, 1:1, 1:2
გოლები: 0:1 მური-18 (დაუნი-22, მ-ა. ბერჟერონი-6), 0:2 ლეკავალიე-25 (სენტ ლუისი-67), 0:3 სტემკოსი-45 (პურსელი-33, საიმონ განიე-23), 0:4 კლარკი-9 (ლეკავალიე-28, სენტ ლუისი-68), 1:4 სტილმანი-12 (ე. სტაალი-43, სკინერი-32), 2:4 ლაროუზი-16 (ბ. სუტერი-15, მაკბეინი-23), 2:5 საიმონ განიე-17 (ტომპსონი-15), 2:6 სენტ ლუისი- 31 (პურსელი-34, მ. სმიტი-1).
კოლამბუსი-ბაფალო 4:5
0:0, 2:3, 2:2
გოლები: 1:0 დორსეტი-4 (პალსონი-13, კ. კლარკი-10), 1:1 პომინვილი-22 (მონტადორი-21, ბოიესი-36), 1:2 კ. ბატლერი-2 (გოსტადი-19, მანკარი-7), 1:3 ენისი-20 (ბოიესი-37), 2:3 ბოლი-7 (კალვერტი-9, მაკენზი-14), 3:3 ჰუსელიუსი-13 (ვერმეტი-28, ლეპისტო-12), 3:4 სტეფორდი-31 (პომინვილი-30, გრანიანი-2), 3:5 გოსტადი-12 (ბოიესი-38, მიერსი-27), 4:5 ჰუსელიუსი-14 (კლიტსომი-15, ბრასარი-30).
ფლორიდა-ვაშინგტონი 1:0
0:0, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 ტომასი-4 (რისმილერი-1, ტიმ კენედი-1).
ფილადელფია-აილენდერსი 7:4
3:3, 2:1, 2:0
გოლები: 1:0 ტიმონენი-6 (მ. რიჩარდსი-43, ვერსტიგი-24), 2:0 ჰარტნელი- 23 (ლეინო-34, მეზაროში-23), 2:1 გრაბნერი-34, 2:2 ჰამონიკი- 5 (ტავარესი-37, ოკსოპო-15), 3:2 ბრიერი-34, 3:3 ტავარესი-29 (რიისი-6, პარენტო-33), 3:4 პარენტო-20 (ტავარესი-38, მოულსონი-22), 4:4 მეზაროში-7 (მ. კარლი-39, ვან რიმსდიკი-19), 5:4 ჰარტნელი-24 (ბრიერი-33, მეზაროში-24), 6:4 მეზაროში-8 (ბრიერი-3, ჯ. კარტერი-30), 7:4 პოუ-7 (ვერსტიგი-25).
ტორონტო-მონრეალი 1:4
1:1, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 რ. უაიტი-2 (ელერი-10, პიატი-4), 0:2 ჯონტა-28 (გომესი-31, დარში-14), 1:2 კესელი-32 (კოლბორნი-1), 1:3 ჯონტა-29 (ი. უებერი-10, ჰამრლიკი-29), 1:4 პლეკანეცი-22 (პიატი-5).
სტ. ლუისი-ნეშვილი 2:0
0:0, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 ოში-12 (ბეკსი-31, შატენკირკი-34), 2:0 სტინი-20.
კალგარი-ვანკუვერი 2:3 (ო)
0:0, 2:0, 0:2, 0:1
გოლები: 1:0 იგინლა-43 (ტანგეი-47, ჯორდანო-34), 2:0 ბეკლუნდი-10 (ჯორდანო-35), 2:1 ბაროუზი-26 (დ. სედინი-62), 2:2 კესლერი-41 (ჰ. სედინი-75, დ. სედინი063), 2:3 ერჰოფი-14 (ედლერი-25, ჰანსენი-20).
ლოს ანჯელესი-ანაჰაიმი 1:3
0:2, 1:1, 0:0
გოლები: 0:1 მაკმილანი-11, 0:2 ს. კოივუ-15 (პერი-48, გეტცლაფი-57), 0:3 ბოშემენი-5 (ს. კოივუ-30, ვიშნოვსკი-50), 1:3 რ. სმიტი-23 (დაუტი-29, ჯ. ჯონსონი-37).
სან ხოსე-ფინიქსი 3:1
0:0, 2:0, 1:1
გოლები: 1:0 ი. უაიტი-4 (ტ. მიტჩელი-14, უელვუდი-7), 2:0 პაველსკი-20 (ჯ. ტორნტონი-49, მარლო-36), 2:1 კორპიკოსკი-19, 3:1 კუტური-32 (ჰიტლი-38, უელვუდი-8).


რეკორდების უქმეები

გასული უქმეები სხვადასხვა სტატისტიკური მიღწევებით იყო გამორჩეული. დამყარდა NHL-ის რეკორდი მეკარეებს შორის. "ბოსტონის" გოლკიპერმა ტიმ ტომასმა სეზონი მეტოქეთა ტყორცნების მოგერიების 93.8 პროცენტით დაასრულა. ამით ამერიკელმა გაასწრო ლეგენდარულ ჩეხს დომინიკ ჰაშეკს, რომელმაც 1998-99 შლების სეზონში დარტყმების 93.7 პროცენტი მოიგერია.
ტომასმა ამ რეგულარულში საშუალოდ 2 გოლი გაუშვა და ამ მაჩვენებლითაც ლიგის ლიდერი გახდა. ასე რომ, 36 წლის ბოსტონელი წელს "სეზონის მეკარის" პრიზის უმთავრესი კანდიდატია.
საჯარიმო წუთების მიხედვით რეკორდი დამყარდა "მინესოტასა" და "ედმონტონის" შეხვედრაში. ჯამში ორივე გუნდის ჰოკეისტებმა 122 საჯარიმო წუთი დაიმსახურეს.
ჯარიმების ძირითადი ნაწილი გუნდებმა პირველ პერიოდში მიიღეს: "ოილერსის" მოთამაშეებმა - 53 წუთი, "უაილდმა" - 47. პირველი ჩხუბი უკვე მეშვიდე წამზე მოხდა, ამასთან, "მინესოტას" წევრი კლეიტონ სტოუნერი თამაშის ბოლომდე გააგდეს მოედნიდან.
დაბოლოს, "სან ხოსეს" ფორვარდ ჯო ტორნტონისთვის გამორჩეული იყო შეხვედრა "ფინიქსთან" - 31 წლის ჰოკეისტმა კარიერაში 1000-ქულიან ზღვარს მიაღწია.
* * *
უმუშევრები დარჩნენ "ოტავა სენატორზის" მთავარი მწვრთნელი კორი კლოუსტონი და მისი თანაშემწეები - გრეგ კარველი და ბრედ ლოიერი. კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ბრაიან მიურეიმ ეს სამეული "ბოსტონთან" 1:3 მარცხის შემდეგ დაითხოვა.
კლოუსტონი "სენატორების" რიგით მეცხრე მწვრთნელი იყო. შარშან მისი ხელმძღვანელობი "ოტავა" პლეი ოფში გავიდა, მაგრამ იქ პირველ რაუნდში დამარცხდა "პიტსბურგთან" (2:4).
წლევანდელი რეგულარული კანადურმა კლუბმა აღმოსავლეთში მე-13 ადგილზე დაასრულა. მის ანგარიზე 82 მატჩში მხოლოდ 32 მოგება იყო, თანაც, შაიბების შეფარდება (მინუს 58) ყველაზე უარესი ჰქონდა კონფერენციაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული