დასავლეთი
ჩიკაგო-ვანკუვერი 7:2
1:1, 4:0, 2:1
გოლები: 1:0 ბიკელი-1 (ფროლიკი-2, ბოლანდი-1), 1:1 სალო-1 (ედლერი-2, რეიმონდი-1), 2:1 ბ. კემპბელი-1 (კეინი-3, კროუფორდი-1), 3:1 კეიტი-2 (ფროლიკი-3, ბოლანდი-2), 4:1 ბოლანდი-1, 5:1 ფროლიკი-1 (ბოლანდი-3, ჰიალმარსონი-1), 6:1 შარპი-2 (კეინი-4, ტეუვზი-3), 7:1 შარპი-3 (მარიან ჰოსა-1, კამპოლი-1), 7:2 დ. სედინი-4 (ერჰოფი-3, კესლერი-3).
სერია:1:3
მეოთხე მატჩის წინ ექსპერტებმა ერთხმად ჩამოწერეს მოქმედი ჩემპიონები და მათ უმოკლეს
სასტარტო წუთებმა სავსებით გაამართლეს ეს პროგნოზები. მართალია, მასპინძლებმა შეძლეს ბრაიან ბიკელის რეიდის შემდეგ ანგარიშის სწრაფად გახსნა, მაგრამ იქვე სამი სალომ რიცხობრივ უპირატესობაში აღადგინა თანაფარდობა. პერიოდის ბოლომდე კანადურ კლუბს ისევ შეეძლო ზედმეტი ჰოკეისტის გათამაშება: ცისფერი ხაზიდან დარტყმული შაიბა ცარიელი კარიდან გამოიტანა ნიკლას ჰიალმარსონმა. მალე თავად "ჩიკაგომ" გაუშვა წინ გასვლის კარგი შანსი: ახლო მანძილიდან ლუონგომ სტალბერგსა და ტეუვზს მოუგო დუელი.
სამაგიეროდ, მეორე პერიოდში მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა. მასპინძლებმა ათამდე ასპროცენტიანი მომენტი შექმნეს, რომელთანაგაც ოთხი გამოიყენეს. ბრაიან კემპბელმა მახვილი კუთიდან ცხრიანში გაიტანა, ამას მოჰყვა დანკან კეიტის ეფექტური გოლი, შემდეგ კი ბოლანდმა და ფროლიკმა გაამყარეს უპირატესობა. ვერ ვიტყვით, რომ "ვანკუვერი" უბრძოლველად დანებდა - სტუმრები უტევდნენ და მუდმივად საფრთხეს ქმნიდნენ კროუფორდის კართან, მაგრამ "ჩიკაგოს" დაცვა თავგანწირვით თამაშობდა და ხშირად მეკარემდე არ უშვებდა შაიბას.
მესამე პერიოდში გასაკვევი აღარაფერი დარჩა, თუმცა მოვლენები აქაც მრავლად იყო: პატრიკ შარპის დუბლი, ლუონგოს შეცვლა, რამდენიმე ჩხუბი, 90 წუთი საჯარიმო წუთი და დანიელ სედინის ტრადიციული გოლი - შვედმა ჩაგდებულ მატჩშიც კი იზრუნა პირად სტატისტიკაზე.
"ჩიკაგომ" ამ პლეი ოფში პირველად ითამაშა ჩემპიონის დარი ჰოკეი. ახლა თუ ნაადრევად გავარდება სტენლის თასიდან, იმით მაინც იამაყებს, რომ კარი გაიჯახუნა.
ლოს ანჯელესი-სან ხოსე 5:6 (ო)
3:0, 2:5, 0:0, 0:1
გოლები: 1:0 უ. მიტჩელი-1 (ლუისი-1, უესტგარტი-1), 2:0 კლიფორდი-2 (რიჩარდსონი-2, სიმონდსი-1), 3:0 ჰანძუში-1 (პენერი-1, დ. ბრაუნი-1), 4:0 რიჩარდსონი-1, 4:1 მარლო-1 (დ. ბოილი-1, ჯ. ტორნტონი-1), 4:2 ქლოუ-1 (კუტური-1, დემერსი-1), 4:3 კუტური-2 (ი. უაიტი-2, ვალინი-1), 5:3 რ. სმიტი-1 (სტოლი-1, ჯ. ჯონსონი-2), 5:4 ქლოუ-2 (დ. ბოილი-2, ჰიტლი-1), 5:5 პაველსკი-2 (ი. უაიტი-3, ტ. მიტჩელი-1), 5:6 სეტოგუჩი-1 (მარლო-1, ვალინი-2).
სერია: 1-2
კალიფორნიულ დერბიში მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება. თანაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი სერია ამ გათამაშებაში. მესამე მატჩი ნებისმიერი გემოვნების გულშემატკივარს დააკმაყოფილებდა.
მატჩის 24 წუთამდე "მეფეების" პრობლემებს არაფერი მოასწავებდა. "ლოს ანჯელესს" დიდი უპირატესობა არ ჰქონია, მაგრამ მომენტების რეალიზაცია უმაღლეს დონეზე იყო. მესამე წუთზე უილი მიტჩელმა და კაილ კლიფორდმა ორი შაიბა გაიტანეს და წინ გაიყვანეს "კინგზი", მე-19 წუთზე ჰანძუშმა შეაგდო თავისი პირველი გოლი პლეი ოფში.
მეორე პერიოდის პირველივე წუთზე ბრედ რიჩარდსონმა გამანადგურებელი გახადა ანგარიში - 4:0. ზუსტად ასეთი სხვაობა იყო ამ გუნდების წინა შეხვედრაში და მაშინ "ლოს ანჯელესმა" შეინარჩუნა კომფორტული უპირატესობა. მეორედ ამის გაკეთება "მეფეებმა" ვერ შეძლეს - "სან ხოსემ" სერიოზულად იზრუნა თამაშის შემოტრიალებაზე.
გაამართლა მეკარე ანტი ნიემის ანტერო ნიიტიმიაკით შეცვლამ. სტუმრებმა დამაჯერებლობა იგრძნეს და წინ წავიდნენ. ჯერ პატრიკ მარლომ გაუჩინა თავის გუნდს იმედი, რაიან ქლოუმ კიდევ უფრო შეამცირა სხვაობა, ხოლო სეზონის საუკეთესო დებიუტანტის პრიზის მთავარმა ნომინანტმა ლოგან კუტურმა ჩაგდების წერტილიდან გაიტანა. ზედიზედ სამი შაიბა და მასპინძლების უპირატესობისგან თითქმის არაფერი დარჩა.
რაიან სმიტის გოლმა თითქოს საბოლოო უპიტარესობა მოუტანა "ლოს ანჯელესს", მაგრამ ქლოუმ და ჯო პაველსკიმ საბოლოო წერტილი დაუსვეს მეორე პერიოდს - 5:5. შემდეგი გოლი მაყურებელმა მხოლოდ ოვერტაიმში იხილა. პატრიკ მარლო მარცხენა ფლანგიდან შევიდა მეტოქის ზონაში, შორეულ კუთხეში დევინ სეტოგუჩი მონახა და ამ უკანასკნელმა ჯონათან კუიკს გაუტანა. ფანტასტიკური ფსიქოლოგიური გამძლეობისა და ხასიათის სიმტკიცის წყალობით "ზვიგენები" წინ გავიდნენ სერიაში.