მეოთხედფინალი სანახევროდ დაკომპლექტდა

AutoSharing Option

სტენლის თასის გათამაშებაში მეოთხე მეოთხედფინალისტი გაირკვა - "ვაშინგტონის", "დეტროიტისა" და "ნეშვილის" შემდეგ მომდევნო წრეში გააღწია "სან ხოსემ". ასევე გაირკვა, რომ მესამე წყვილში ყველაფერს მეშვიდე მატჩი გადაწყვეტს.

აღმოსავლეთი
ტამპა ბეი-პიტსბურგი 4:2
1:1, 1:0, 2:1
გოლები: 0:1 დუპუი-1 (ტელბოტი-3), 1:1 პურსელი-1 (მელოუნი-1, დაუნი-4), 2:1 ბერგენჰაიმი-2 (მური-2, დაუნი-5), 2:2 ჯ. სტაალი-1 (ნისკანენი-1, ტაილერ კენედი-1), 3:2 დაუნი-1 (ლეკავალიე-4, საიმონ განიე-5), 4:2 მელოუნი-1 (ოლუნდი-1).
სერია: 3-3
ეს იყო აბსოლუტურად თანაბარი თამაში, რომელშიც უფრო მეტად მასპინძლებს გაუმართლათ. მესამე პერიოდში "პიტსბურგმა" შტურმი მოაწყო "ტამპას" კართან და ანგარიში გაათანაბრა.
ამის შემდეგ "პინგვინების" ფორვარდი მაქსიმ ტელბოტი ორჯერ გავიდა მეკარე როლოსონთან პირისპირ და ორივე მომენტი გააფუჭა, სულ მალე კი სტუმართა მეკარე ფლერიმ მესამე შაიბა გაუშვა და "პიტსბურგმა" ვეღარ შეძლო ანგარიშის გათანაბრება.
სხვათა შორის, მხოლოდ ტელბოტი არ ყოფილა ამ მატჩის ანტიგმირი. ბულიტი ვერ გამოიყენა "პიტსბურგის" ფორვარდმა კრის კონერმა. თუმცა ეს არავის გაკვირვებია. ბოლოს "პინგვინებმა" პლეი ოფის მატჩებში პენალტი 19 წლის წინ გაიტანეს. 1992 წელს იარომირ იაგრმა აიღო "რეინჯერსის" კარი.
"პიტსბურგმა" კვლავ ჩაგდებების მხოლოდ 40 პროცენტი მოიგო, რაც კროსბისა და მალკინის არყოფნით არის გამოწვეული. ამერიკულ პრესაში წერენ, რომ რუს ვარსკვლავს სამ კვირაში შეეძლება სრულფასოვანი ვარჯიშების ჩატარება, მაგრამ საეჭვოა, რომ "პიტსბურგის" ხელმძღვანელობამ მოთამაშის ჯანმრთელობის რისკის ფასად მოვლენების ფორსირება მოახდინოს. კროსბი და მალკინი ახალგაზრდები არიან და პლეი ოფში თამაშის შანსი კიდევ არაერთხელ მიეცემათ. მანამდე კი, "პინგვინზს" მათ გარეშე მოუწევს შინ სერიის მეშვიდე მატჩის თამაში.

დასავლეთი
ლოს ანჯელესი-სან ხოსე 3:4 (ო)
0:0, 1:2, 2:1, 0:1
გოლები: 0:1 უელვუდი-1 (ჯ. ტორნტონი-3), 1:1 ჯასტინ უილიამსი-3 (ჯ. ჯონსონი-3, ლუისი-3), 1:2 დემერსი-2 (პაველსკი-1, ტ. მიტჩელი-3), 2:2 რ. სმიტი-2 (სტოლი-2), 2:3 ჰიტლი-2, 3:3 ლუისი-1 (სტოლი-3, მარტინესი-1), 3:4 ჯ. ტორნტონი-2 (მარლო-3, სეტოგუჩი-1).
სერია: 2-4
დასავლეთ კონფერენციაში ოთხიდან სამი მეოთხედფინალისტი ცნობილია. "დეტროიტისა" და "ნეშვილის" შემდეგ მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა "სან ხოსე შარქსმა".
"ზვიგენების" ეს წარმატება აბსოლუტურად დამსახურებულია. "ლოს ანჯელესმა" მრისხანე მეტოქეს მხოლოდ თავისი მეკარის კარგი თამაში დაუპირისპირა. ჯონათან კუიკის სასწაულებით "მეფეებმა" სერიის ექვს მატჩამდე გაძლეს. ამ შეხვედრაშიც მეკარემ ბევრჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მეორე პერიოდის შუაში ანგარიში 0:1 იყო და არა 0:4. ასე რომ, ამ მატჩსა და მთლიანად სერიაში წაგება კუიკის სინდისზე ნამდვილად არ არის.
"სან ხოსეს" უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, შეიძლება "კინგზის" უიღბლობაზე ლაპარაკიც. მესამე პერიოდში ხუთი წუთით გააძევეს მოედნიდან სტუმრების ჰოკეისტი ჯეიმი მაკგინი. "ლოს ანჯელესმა" შტურმი მოაწყო ანტი ნიემის კართან, მაგრამ ვერ გაიტანა და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, სადაც ბრწყინვალედ ითამაშა "შარქსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჯო ტორნტონმა. გარდა იმისა, რომ გამარჯვების შაიბა გაიტანა, მანვე დამატებით დროში 17 ჩაგდებიან 12 მოიგო.
ზედიზედ მეორე სეზონია "ლოს ანჯელესი" პირველ წრეში ასრულებს პლეი ოფს და ისევ 2:4 აგებს სერიას. მათმა მწვრთნელმა ტერი მიურეიმ 1997 წელს "ფილადელფია" სტენლის თასის ფინალში გაიყვანა და მას შემდეგ არც ერთი სერია არ მოუგია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული