კროსბი საჭირო აღარ არის

AutoSharing Option
დასრულდა პლეი ოფის პირველი ეტაპი. ბოლო ორი მეოთხედფინალისტი აღმოსავლეთ კონფერენციაში გაირკვა - "მონრეალმა" და "პიტსბურგმა" მინიმალური ანგარიშით წააგეს მეშვიდე მატჩი და სტენლის თასისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.


აღმოსავლეთი
ბოსტონი-მონრეალი 4:3 (ო)
2:1, 0:1, 1:1, 1:0
გოლები: 1:0 ბოიჩუკი-1 (მარშანი-4, ბერჟერონი-5), 2:0 რეკი-1 (ფერენსი-2), 2:1 ი.უებერი-2 (ჰამრლიკი-3, კამალერი-7), 2:2 პლეკანეცი-2, 3:2 კელი-3 (ფერენსი-3, პევერლი-4), 3:3 სუბანი-2 (პლეკანეცი-3, ჯონტა-2), 4:3 ჰორტონი-3 (ლუჩიჩი-2, მაკუაიდი-2).
სერია: 4-3

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დისკვალიფიკაცია არ მისცა ბოსტონელ მილან ლუჩიჩს მეექვსე მატჩში იაროსლავ შპაჩეკის წინააღმდეგ უხეშობისთვის, რითაც "მონრეალის" გულშემატკივართა დიდი
გულისწყრომა გამოიწვია. როგორც შემდეგ გაირკვა, ამ გადაწყვეტილებამ სერიოზული გავლენა იქონია მეშვიდე მატჩისა და შესაბამისად სერიის საბოლოო შედეგზე. საქმე ისაა, რომ სწორედ ლუჩიჩი გახდა ოვერტაიმში საგოლე პასის ავტორი.

მატჩის დებიუტი "ბოსტონისა იყო - უკვე მეექვსე წუთისთვის ბოიჩუკის შორეული დარტყმისა და რეკის წარმატებული ჩაჭრის შემდეგ მასპინძელი 2:0 დაწინაურდა. მეორე გოლის სიტუაციაში "მონრეალის" მცველები სიტუაციაში ვერ გაერკვნენ და თავად გაიყვანეს ოპონენტი დასარტყმელ პოზიციაზე. საინტერესოა, რომ რეკი პლეი ოფში მოპოვებული ქულების რაოდენობით დაეწია ლეგენდარულ ფილ ესპოზიტოს. ახლა ისინი ყველა დროის სიაში 34-35-ე ადგილებს იყოფენ.
"კანადიენსმა" პირველივე პერიოდში შეამცირა სხვაობა, როცა იანიკ უებერმა მოძრაობაში დაურტყა ტიმ ტომასს.

მეორე პერიოდის სტარტზე რიცხობრივი უპირატესობისას "ბოსტონის" უხეშმა შეცდომამ ტომაშ პლეკანეცი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და ანგარიში გათანაბრდა. ამის შემდეგ შაიბა ცენტრში თითქმის არ ჩერდებოდა და მეკარეებს ხშირად უწევდათ თავიანთი ოსტატობის ჩვენება.

მხოლოდ მესამე პერიოდში შეძლო "ბოსტონმა" კიდევ ერთხელ წინ გასვლა. რიჩ პევერლიმ ბრწყინვალე პასი მისცა კრის კელის, რომელიც, თავის მხრივ, ოსტატურად გაუსწორდა მეკარეს. მართალია, პიკეი სუბანის გოლმა თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა, მაგრამ "კანადიენსმა" თავის გადარჩენა მაინც ვერ შეძლო. 66-ე წუთზე ჰორტონმა ცისფერი ხაზიდან ზუსტად დაარტყა და თავისი გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა. სხვათა შორის, ჰორტონმა ამ სერიაში სამი შაიბა გაიტანა და აქედან ორი გამარჯვების იყო.


პიტსბურგი-ტამპა ბეი 0:1
0:0, 0:1, 0:0
გოლი: 0:1 ბერგენჰაიმი-3 (მური-3, დაუნი-6).
სერია: 3-4

გაცილებით უინტერესო გამოვიდა დღის მეორე შეხვედრა. "ტამპა ბეიმ" მცირე სასწაული მოახდინა - მოიგო სერია, რომელსაც 1:3-ს აგებდა, თანაც ბოლო სამი შეხვედრიდან ორი "ლაითნინგმა" სტუმრად ჩაატარა. სერიაში გარდამტეხი აღმოჩნდა მეხუთე მატჩში "ტამპას" 8:2 გამარჯვება. ამის შემდეგ მათ უბრალოდ ფსიქოლოგიური უპირატესობა უნდა გამოეყენებინათ.

სერიის მეშვიდე მატჩში "პიტსბურგს" ვერ უშველა ვერც ორჯერ მეტმა დარტყმამ, რიცხობრივ უპირატესობაში უფრო ხშირად თამაშმა... სერიის მთავარმა გმირმა დუეინ როლოსონმა მეტოქის ყველა დარტყმა მოიგერია და მატჩის ბედი ერთადერთმა შაიბამ გადაწყვიტა, რომელიც სტუმრებმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ 41 წლის როლოსონი ყველაზე ასაკოვანი მეკარე გახდა, ვინც პლეი ოფში "შათაუტი" შეასრულა.

ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე გავიდა - თითქოს უკვე დაკარგულ შეტევაში დომინიკ მურმა ზურგსუკან მყოფ ბერგენჰაიმს გაუკეთა "ბრმა" პასი, რითაც "პიტსბურგის" მეკარე მარკ-ანდრე ფლერი დააბნია. "ტამპას" ფორვარდს ისღა დარჩენოდა, ცარიელ კუთხეში შეეგდო შაიბა, რაც გააკეთა კიდეც.

ამის შემდეგ ორივე გუნდის მეკარემ ფანტასტიკური თამაში აჩვენა. ბოლო წუთი "პიტსბურგი" მეტოქეს ექვსი ოთხზე უტევდა, მაგრამ მაინც ვერ გაიტანა.
ახლა "ტამპას" ახალი გამოცდა ელის - მეოთხედფინალში მას აღმოსავლეთის საუკეთესო გუნდი "ვაშინგტონი" ელოდება.


1/4 ფინალი
აღმოსავლეთი
ვაშინგტონი (1)-ტამპა ბეი (5)
29 აპრილი. ვაშინგტონი-ტამპა ბეი
1 მაისი. ვაშინგტონი-ტამპა ბეი
3 მაისი. ტამპა ბეი-ვაშინგტონი
4 მაისი. ტამპა ბეი-ვაშინგტონი
7 მაისი. ვაშინგტონი-ტამპა ბეი*
9 მაისი. ტამპა ბეი-ვაშინგტონი*
11 მაისი. ვაშინგტონი-ტამპა ბეი*
ფილადელფია (2)-ბოსტონი (3)

30 აპრილი.
ფილადელფია-ბოსტონი
2 მაისი. ფილადელფია-ბოსტონი
4 მაისი. ბოსტონი-ფილადელფია
6 მაისი. ბოსტონი-ფილადელფია
8 მაისი. ფილადელფია-ბოსტონი*
10 მაისი. ბოსტონი-ფილადელფია*
12 მაისი. ფილადელფია-ბოსტონი*


დასავლეთი
ვანკუვერი (1)-ნეშვილი (5)
28 აპრილი. ვანკუვერი-ნეშვილი
30 აპრილი. ვანკუვერი-ნეშვილი
3 მაისი. ნეშვილი-ვანკუვერი
5 მაისი. ნეშვილი-ვანკუვერი
7 მაისი. ვანკუვერი-ნეშვილი*
9 მაისი. ნეშვილი-ვანკუვერი*
11 მაისი. ვანკუვერი-ნეშვილი*

სან ხოსე (2)-დეტროიტი (3)
29 აპრილი. სან ხოსე-დეტროიტი
1 მაისი. სან ხოსე-დეტროიტი
4 მაისი. დეტროიტი-სან ხოსე
6 მაისი. დეტროიტი-სან ხოსე
8 მაისი. სან ხოსე-დეტროიტი*
10 მაისი. დეტროიტი-სან ხოსე*
12 მაისი. სან ხოსე-დეტროიტი*
* - საჭიროების შემთხვევაში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული