ალენ ვინიოს გუნდი დაფრინავდა Rogers Arena-ის ყინულზე. რაიან კესლერმა პირველი 16 ჩაგდებიდან 14 მოიგო, კევინ ბიეკსა და კრის ჰიგინსი ძალიან ხისტად თამაშობდნენ - პირველს ხუთი ძალისმიერი ილეთი ჰქონდა, მეორეს - ოთხი, ძმები სედინები კი შეტევაში დომინირებდნენ.
"ნეშვილმა" კი შეტევაში სრული უუნარობა გამოავლინა და მატჩის მთელი სიმძიმე მის მეკარეს პეკა რინეს დაატყდა თავს. სწორედ მისი და
რინემ 29 დარტყმა მოიგერია, აქედან 25 პირველ ორ პერიოდზე მოდის. ფინელი მეკარისგან ყველაზე მეტად ძმები სედინები დაზარალდნენ - მათ ერთად ექვსი ზუსტი დარტყმა შეასრულეს, მაგრამ უშედეგოდ.
რინეს კოლეგას რობერტო ლუონგოს ნაკლები სამუშაო ჰქონდა - მან ჯამში 20 დარტყმა მოიგერია. ის სცენაზე მესამე პერიოდში გამოვიდა,
როცა "ნეშვილმა" შტურმისმაგვარი მოაწყო მეტოქის კართან. ლუონგომ თავისი საქმე კარგად გააკეთა და ამ პლეი ოფში მეორე "შათაუტი" შეასრულა, არადა კანადელი გოლკიპერის ანგარიშზე წინა სამ გათამაშებაში მხოლოდ ერთი "მშრალი" მატჩი მოდიოდა. ყველაზე რეალური მომენტი "ნეშვილს" სწორედ მესამე პერიოდში ჰქონდა, როცა მეკარესთან პირისპირ გავიდა მაიკ ფიშერი, მაგრამ ლუონგოს ვერ აჯობა.
ისე კი ფიშერმა და სტუმრების სხვა სამმა ლიდერმა - ერატმა, კოსტიცინმა და ლეგუანდმა ერთად ჯამში ოთხი დარტყმა შეასრულეს. ასეთი აქტიურობით რთულია რეგულარულის ჩემპიონის დამარცხება.
ერთადერთი გოლი კი ჰიგინსმა გაიტანა. სხვათა შორის, "ჩიკაგოსთან" წინა სერიის პირველ მატჩშიც გამარჯვების შაიბა სწორედ მის ანგარიშზე იყო.
"ვანკუვერის" გულშემატკივართა შეშფოთების ერთადერთი მიზეზია რაიან კესლერი. მისი უგოლო სერია რვა მატჩამდე ავიდა, არადა, რეგულარულში ეს ჰოკეისტი "კენაქსის" საუკეთესო სნაიპერი იყო (41 გოლი).
დასავლეთი
ვანკუვერი-ნეშვილი 1:0
0:0, 1:0, 0:0
გოლი: 1:0 ჰიგინსი-2 (ლაპიერი-1, ბიეკსა-3).
სერია: 1-0