5 მილიონი ოქროსთვის

AutoSharing Option
რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა კონტრაქტი გააფორმა კანადურ კომპანია Allinger Consulting Inc-თან. ეს ორგანიზაცია ვალდებულებას იღებს იმაზე, რომ რუსეთი სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ოქროს 14 მედალს მოიპოვებს. როგორც რუსული პრესა წერს, ოლიმპიადის მასპინძლებს ეს მედლები (თუ მოიპოვა) ხუთი მილიონი დოლარი დაუჯდებათ.

Allinger Consulting-მა ვანკუვერის ოლიმპიადაზე კანადის ნაკრებს ასევე ოქროს 14 მედალი მოაპოვებინა. ეს კომპანია 5 მილიონ დოლარად ვარჯიშების ინდივიდუალურ გეგმას შეუდგენს რუს სპორტსმენებს, გააკონტროლებს მზადების მსვლელობას და შეცვლის იმ ათლეტებს, რომლებიც ვერ გაუძლებენ დატვირთვებს. გარდა ამისა, კომპანია შეარჩევს პერსონალს, მათ შორის
ექიმებსა და დიეტოლოგებს.

ვანკუვერის ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრებმა მოკრძალებული შედეგი აჩვენა - 15 მედალი მოიპოვა, საიდანაც მხოლოდ სამი იყო უმაღლესი სინჯის. რუსეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ეს გამოსვლა ჩავარდნად შეაფასა და სიტუაციის გამოსწორებზე აქედანვე დაიწყო ზრუნვა. ქვეყნის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრებს სოჭში პირველი ადგილი დაუგეგმა, რისთვისაც 14-15 ოქროს მოპოვება საკმარისი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული