ვაშინგტონი-ტამპა ბეი 2:3 (ო)
0:1, 1:0, 1:1, 0:1
გოლები: 0:1 ლეკავალიე-3 (სენტ ლუისი-5, მელოუნი-2), 1:1 ლეიჩი-1 (ბექსტრიომი-2, ერსკინი-1), 1:2 სენტ ლუისი-5 (პურსელი-6), 2:2 ოვეჩკინი-4 (არნოტი-3, ლეიჩი-5), 2:3 ლეკავალიე-4 (პურსელი-7, ჯონსი-1).
სერია: 0-2
"ვაშინგტონმა" ორი საშინაო მატჩი წააგო "ტამპა ბეისთან" და ეჭვქვეშ დააყენა თავისი სათასო გეგმები.
როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოსავლეთის პირველმა გუნდმა
კვლავ ბრწყინვალე იყო ამ მატჩში "ტამპას" ვეტერანი მეკარე როლოსონი - მისი დამსახურებაა, რომ "კეპიტალზი" დიდი ხანი ვერ ახერხებდა ანგარიშის გათანაბრებას. მხოლოდ მეორე პერიოდის ბოლოს სტუმრები შემადგენლობის შეცვლისას შეცდნენ, მეტოქემ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და ლეიჩმა დამატებაზე აჯობა ყველას - 1:1.
მესამე პერიოდში სენტ ლუისის გოლის შემდეგ "ტამპას" შეეძლო ყველაფერი ძირითად დროში მოემთავრებინა, მაგრამ 68 წამი ვერ გაძლო, ოვეჩკინისგან შაიბა გაუშვა და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა. ფსიქოლოგიური უპირატესობის წყალობით დამატებითი დროის პირველმა შვიდმა წუთმა მასპინძლების დომინირებით ჩაიარა, მაგრამ როლოსონი ისევ მაგრად იდგა. ბოლოს შეტევაში გართულებს მეტოქის კონტრშეტევა გამოეპარათ - სტუმრებმა ლეკავალიე გაიყვანეს მეკარესთან პირისპირ. "ტამპას" ფორვარდი არავის შეუწუხებია - უამრავი დრო ჰქონდა შაიბის დასამუშავებლად და ზუსტად დასარტყმელად.
სან ხოსე-დეტროიტი 2:1
1:0, 0:0, 1:1
გოლები: 1:0 უაიტი-1 (ჰიტლი-3, ქლოუ-4), 2:0 ვალინი-1 (ქლოუ-5, კუტური-5), 2:1 ზეტერბერგი-1 (დაციუკი-6, ჰოლმსტრიომი-3).
სერია: 2-0
"სან ხოსე" დამსახურებულად უგებს სერიას სტენლის თასის ერთ-ერთ ფავორიტს. პირველ ორ მატჩში "რედ უინგზის" რიგებიდან საუკეთესოდ მეკარე ჰოვარდი აღიარეს - წინა ხაზის მოთამაშეებიდან არავის გამორჩევა არ შეიძლება.
პირველ პერიოდში მეტოქეებს სამ-სამი მოთამაშე გაუძევეს, მაგრამ გუნდებმა მხოლოდ ერთხელ გაითამაშეს ზედმეტი მოთამაშე. ეს "სან ხოსემ" გააკეთა, კერძოდ მცველმა იან უაიტმა შორიდან გაუტანა ჰოვარდს. მატჩის მეორე ნახევარმა მთლიანად "ზვიგენების" უპირატესობით ჩაიარა. კარგი მომენტები ვერ გამოიყენეს ტორნტონმა, ქლოუმ და მიურეიმ. ყველაფერი კი მესამე პერიოდში გადაწყდა. კიდევ ერთი მცველის ნიკლას ვალინის დარტყმა მხარზე მოხვდა ჰოვარდს და ისე ჩაეშვა კარში. სტუმრებმა დაციუკისა და ზეტერბერგის მონდომებით ერთი გოლი გაქვითეს (რიცხობრივ უპირატესობაში), მაგრამ მეტის გასაკეთებლად "დეტროიტს" არც დრო ეყო და არც ოსტატობა.