A ჯგუფი
სლოვენია-გერმანია 2:3 (ბ)
1:0, 1:1, 0:1, 0:0
გოლები: 1:0 იეგლიჩი-1 (საბოლიჩი-1, რობარი-1), 2:0 ტიკარი-1 (საბოლიჩი-2), 2:1 ვოლფი-1 (რანკელი-1, ჰოსპელტი-1), 2:2 შულცი-2 (კრუგერი-1, გოგულა-1).
ბულიტები გაიტანეს: როდმანი (სლოვენია), რაიმერი (გერმანია), ჰორდლერი (გერმანია).
ამ მატჩს არანაირი სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონდა - გერმანიამ წინა ორ შეხვედრაში ფავორიტები ძირითად დროში დაამარცხა, ჯგუფში
ეს გამოფხიზლება ძირითად დროში ანგარიშის გათანაბრებისთვის აღმოჩნდა საკმარისი. გამარჯვებული ვერც ოვერტაიმმა გამოავლინა და დანიშნა ბულიტების სერია, რომელიც მარათონული გამოდა. ორივე გუნდის ჰოკეისტებს 16 (!) ბულიტის შესრულება მოუწიათ. გერმანიამ ორი გაიტანა, სლოვენიამ ერთი და გერმანელებმა რვა ქულით დაასრულეს პირველი ჯგუფური ეტაპი.
როგორც ვთქვით, კრუპის შეგირდები მეორე რაუნდს ექვსი ქულით დაიწყებენ, რაც ამ გუნდს პლეი ოფში გასვლის კარგ შანსს აძლევს.
რუსეთი-სლოვაკეთი 4:3
1:1, 2:2, 1:0
გოლები: 1:0 რადულოვი-2 (კოვალჩუკი-3, ტიუტინი-1), 1:1 შატანი-2 (ნადი-2, იურჩინა-1), 2:1 ნიკულინი-1 (კოვალჩუკი-4, ტიუტინი-2), 2:2 გაბორიკი-1 (დემიტრა-1), 2:3 ნადი-2 (მაიევსკი-1, ვიშნოვსკი-1), 3:3 ნიკულინი-2 (კოვალჩუკი-5), 4:3 მოროზოვი-1 (ანტიუშოვი-1, კაიგოროდოვი-3).
დღის მთავარ შეხვედრაში მეორე ადგილის ბედი წყდებოდა, გარდა ამისა, მნიშვნელობა ენიჭებოდა ქულათა საბოლოო რაოდენობას.
შეხვედრა ძალიან სწრაფ ტემპში დაიწყო და უკვე მეორე წუთისთვის გუნდებმა შაიბები გაცვალეს. საწყის პერიოდში გოლი აღარ გასულა, მატჩის მეორე ნაწილი კი ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. თავიდან რუსების მცველმა ნიკულინმა უძლიერესი დარტყმით დააწინაურა სტუმრები, მაგრამ შეხვედრის ეკვატორზე გაბორიკმა და ნადიმ ორჯერ გაუტანეს ნაბოკოვს. რუსთა სამწვრთნელო შტაბმა მეკარე შეცვალა და ამ ნაბიჯმა გაამართლა. რუსეთს შაიბა აღარ გაუშვია, თავად კი ორჯერ გამოიჩინა თავი. ჯერ მეორე პერიოდში გაათამაშა ზედმეტი ჰოკეისტი (სლოვაკები ბევრ საჯარიმო წუთს იღებდნენ), მესამეში კი კაპიტანმა მოროზოვმა გაიტანა გადამწყვეტი შაიბა. მატჩის ბოლოს უკვე რუსებმა უმატეს უხეშობას, მაგრამ ყველა საფრთხე მოიგერიეს და შემდეგ ეტაპზე სამი ქულით გადავიდნენ. მეორე ჯგუფურ რაუნდში იქნება სლოვაკეთიც, ოღონდ ნული ქულით.
თ მ ო-მ წ ო-წ შ ქ
1. გერმანია 3 2 1 0 0 9-5 8
2. რუსეთი 3 2 0 1 0 10-9 6
3. სლოვაკეთი 3 1 0 2 0 9-9 3
4. სლოვენია 3 0 0 2 1 7-12 1
B ჯგუფი
კანადა-შვეიცარია 4:3 (ო)
0:1, 2:0, 1:2, 1:0
გოლები: 0:1 დიასი-1 (სტანჩესკუ-1, ლემი-1), 1:1 ებერლე-3 (ე. კეინი-2), 2:1 ტავარესი-2, 2:2 დუ ბუა-1 (სბისა-1, გარდნერი-2), 3:2 კ. სტიუარტი-2 (ზაიაცი-1), 3:3 ამბული-1 (ვოკლერი-1), 4:3 პიეტრანჯელო-2 (ზაიაცი-2).
არანაკლებ საინტერესო გამოვიდა შეხვედრა B ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად. კოშიცეში ერთმანეთს კანადა და შვეიცარია ებრძოდნენ. ბოლო დროს შვეიცარიამ არაერთხელ გაამწარა ფავორიტი და ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია. მართალია წააგო, მაგრამ არ იყო ამის ღირსი.
ანგარიში სწორედ ევროპელებმა გახსნეს - მეკარე ჯეიმს რეიმერის შეცდომით რაფაელ დიასმა ისარგებლა. ამის შემდეგ ადგილი ჰქონდა უსიამოვნო ეპიზოდს: შვეიცარიელი სიმონ მოსერი დიონ ფანოფის ძალისმიერი ილეთის მსხვერპლი გახდა - ფორვარდი თავის ფეხით მივიდა სათადარიგოთა სკამთან, მაგრამ იქ გონება დაკარგა. ექიმებმა ის გასახდელში წაიყვანეს, თუმცა მეორე პერიოდში მოსერი მოედანზე გავიდა, ასე რომ, სერიოზული არაფერი მომხდარა.
ამის შემდეგ ხმამაღალი სიტყვა თქვეს კანადის ნაკრების ახალგაზრდა წევრებმა - ებერლემ და ტავარესმა ხუთი წუთის ინტერვალით ორჯერ გააწბილეს მატჩის საუკეთესო მოთამაშე - მეკარე ლეონარდო ჯენონი. ამ გოლკიპერის ანგარიშზე 60 (!) "სეივი" მოდის.
მატჩის მესამე ნაწილი ყველაზე საინტერესო გამოდგა. დუ ბუამ ცისფერი ხაზიდან დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, კანადელმა კრის სტიუარტმა კი მეტოქის კართან არეულობით ისარგებლა და ისევ წინ გაიყვანა კანადა. საფინალო სირენამდე სამი წუთი რჩებოდა.
შვეიცარიამ ბოლომდე იბრძოლა. კანადელმა მცველებმა რატომღაც ყურადღება არ მიაქციეს მათ ზონაში შეპარულ ამბულს, რომელიც რეიმერთან პირისპირ გავიდა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.
დამატებით დროში კლასში განსხვავებამ მაინც თავისი გაიტანა. კანადელთა ნიჭიერმა მცველმა ალექს პიეტრანჯელომ საშუალო მანძილიდან მეკარისთვის "მკვდარ" ზონაში დაარტყმა და თავის გუნდს ურთულესი გამარჯვება მოაპოვებინა. კანადა მეორე ეტაპზე ხუთი ქულით გადავიდა, შვეიცარია - სამით.
საფრანგეთი-ბელარუსი 2:1 (ო)
1:0, 0:0, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 ტრეი-1 (ეკეფოი-1, მიუნიე-1), 1:1 დემაგინი-1 (გოროშკო-1, მიხაილოვი-1), 2:1 ეკეფოი-1 (და კოშტა-1, ტრეი-2).
ტურნირის მთავარი სენსაცია კი მეორე ეტაპზე საფრანგეთის ნაკრების გასვლა გახდა. სწორად მოიქცა ფრანგების მწვრთნელი, როცა წინა ტურში დასვენების საშუალება მისცა მეკარე კრისტობალ იუეს. გოლკიპერმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, 40-მდე "სეივი" მიითვალა და პირადად გაიყვანა თავისი გუნდი შემდეგ რაუნდში, სადაც ფრანგებს ერთი ქულა ექნებათ (შვეიცარიასთან ოვერტაიმში წაგებისთვის).
ვ მ ო-მ წ ო-წ შ ქ
1. კანადა 3 2 1 0 0 17-5 8
2. შვეიცარია 3 1 1 0 1 8-5 6
3. საფრანგეთი 3 0 1 1 1 3-11 3
4. ბელარუსი 3 0 0 2 1 3-10 1