აღმოსავლეთი
ტამპა ბეი-ვაშინგტონი 4:3
1:0, 1:3, 2:0
გოლები: 1:0 ბერგენჰაიმი-5 (მური-4, დაუნი-8), 1:1 ნუბლი-2 (ოვეჩკინი-4), 1:2 ჯ. კარლსონი-1 (ჩიმერა-2, მ. იოჰანსონი-4), 2:2 ლეკავალიე-5 (სენტ ლუისი-6, პურსელი-8), 2:3 ოვეჩკინი-5 (სიომინი-2, მაიკ გრინი-5), 3:3 სტემკოსი-4 (ჰედმანი-3), 4:3 მელოუნი-2 (ტომპსონი-2, ა. ჰოლი-3).
სერია: 3-0
"ვაშინგტონმა" ისევ მეტი დარტყმა შეასრულა, ორი პერიოდი უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ მესამეში შესამჩნევად დაიღალა და სრულიად უუნარო გახდა.
თავიდან
მეორე პერიოდში იმავე ნუბლმა და კარლოსნმა "კაპიტალისტები" წინ გაიყვანეს, იქვე ლევაკალიემ ფეხებსშუა გაუძვრინა ნოივირტს. თუმცა პერიოდი მაინც სტუმრებმა მოიგეს - გრინის შორიდან დარტყმულის შემდეგ "ტამპას" კართან ქაოსი შეიქმნა, რომელშიც ოვეჩკინმა იმარჯვა და "კეპიტალზი" ბოლო შესვენების წინ ლიდერის რანგში გავიდა.
ყველაფერი შეცვალა მასპინძლების მიერ 24 წამის ინტერვალით გატანილმა ორმა შაიბამ - სტემკოსის ცხრიანში აუღებელმა დარტყმამ და მელოუნის ახლო მანძილიდან ზუსტმა დარტყმამ "ვაშინგტონის" პერსპექტივები სერიაში თითქმის უიმედოდ აქცია. მესამე პერიოდში დარტყმების შეფარდება 15:5 იყო "ტამპას" სასარგებლოდ.
როგორც ვთქვით, დედაქალაქელთა შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია - "ფილადელფიას" შარშანდელი გმირობა იმით არის უნიკალური, რომ საშუალოდ 50 წელიწადში ერთხელ ხდება.
დასავლეთი
ნეშვილი-ვანკუვერი 2:3 (ო)
1:0, 0:1, 1:1, 0:1
გოლები: 1:0 ლეგუანდი-3 (რ. სატერი-5, სპალინგი-4), 1:1 კესლერი-1 (ერჰოფი-4, დ. სედინი-3), 1:2 ჰიგინსი-3 (კესლერი-6, ედლერი-3), 2:2 ჯ. უორდი-4 (ერატი-4), 2:3 კესლერი-2 (სამუელსონი-2, ერჰოფი-5).
სერია: 1-2
კანადურმა კლუბმა წინა შეხვედრასთან შედარებით გაცილებით აქტიურად დაიწყო და ბევრჯერ შეაწუხა "ნეშვილის" მეკარე პეკა რინე, მაგრამ პირველ პერიოდში მხოლოდ ერთი შაიბა ვიხილეთ და ისიც "ვანკუვერის" კარში. თანაც იმ მომენტში მასპინძლები ერთი კაცით მეტნი იყვნენ მოედანზე და რიცხობრივი უპირატესობის გათამაშებას ცდილობდნენ, მაგრამ ლეგუანდმა სწრაფ კონტრშეტევაში გამოიჩინა თავი.
ალენ ვინიოს შეგირდებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე პერიოდის სტარტზე მოახერხეს - ამჯერად რიცხობრივმა უპირატესობამ სარგებლობა მოიტანა. აღსანიშნავია, რომ გოლი თავის აქტივში რაიან კესლერმა ჩაიწერა - რეგულარულში "ვანკუვერის" საუკეთესო გოლეადორმა მხოლოდ მეათე მატჩში შეძლო პლეი ოფში პირველი გოლის გატანა.
მესამე პერიოდში შაიბების გაცვლის შემდეგ თამაში ოვერტაიმში გადავიდა, იქ კი მატჩის პირველი ვარსკვლავის სტატუსი გაიფორმა კესლერმა - მან დუბლი შეასრულა და ამ მოგებით თავის გუნდს საკუთარი მოედნის უპირატესობა დაუბრუნა.