რუსეთი ისევ მიხოხავს

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრებმა კიდევ ერთხელ ანერვიულა საკუთარი გულშემატკივარი. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, მაგრამ კვლავ მეტად არადამაჯერებელი თამაში აჩვენა, თანაც გუნდთან, რომელმაც პირველ ეტაპზე ჩეხეთისგან და ფინეთისგან ჯამში 11 შაიბა გაუშვა. ამიტომაც ყველას ეგონა, რომ დანიას არც რუსეთთან აცდებოდა განადგურება, მაგრამ სკანდინავიელებმა ღირსეული თამაში აჩვენეს და პირველი პერიოდი მოიგეს კიდეც, თუმცა კლასის ხარჯზე რუსებმა შეძლეს რთული სიტუაციიდან გამოძრომა და სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

რუსების კარს კვლავ ნაბოკოვი იცავდა, მაგრამ NHL-ის ყოფილმა მეკარემ ისევ ვერ გაამართლა მწვრთნელის იმედები და ის
ბარულინით შეცვალეს. ეს სვლა სწორი აღმოჩნდა. წინ კი შესანიშნავად გამოიყურებოდა ფორვარდი ზინოვიევი, რომელმაც ამ ჩემპიონატზე პირველი ჰეთ-თრიკი დააფიქსირა. სწორედ მან შეიტანა თამაშში გარდატეხა და ბოლო ორ წუთში დანიის შტურმის გამკლავების შემდეგ, რუსებმა მოახერხეს ურთულესი გამარჯვების მოპოვება.

* * *
ნორვეგიის ნაკრებმა მორიგი სენსაცია შემოგვთავაზა, თუმცა პირველ ეტაპზე შვედეთის დამარცხების შემდეგ, ამ გუნდისგან შვეიცარიის ძლევა, შესაძლოა, ბევრს აღარ გაკვირვებია.

ბრწყინვალე ფორმაში შევიდა ნორვეგიელთა ფორვარდი ოლიმბი, რომელმაც წინა მატჩში ხუთი ქულის დაგროვების შემდეგ ამჯერად ორი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. სწორედ ამ გადაცემების ხარჯზე მოიპოვა ნორვეგიამ ორშაიბიანი უპირატესობა, რომელიც საფინალო სირენამდე აღარ გაუშვია ხელიდან.

ამ მოგებით ნორვეგიელებმა ხუთი ქულა დააგროვეს, გაუთანაბრდნენ პირველ ადგილზე მყოფ კანადას და მინიმუმ ერთი დღით ცხრილის სათავეში იქნებიან. რაც მთავარია, სკანდინავიურ გუნდს პლეი ოფში გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა.

E ჯგუფი
რუსეთი-დანია 4:3
1:2, 2:0, 1:1
გოლები: 1:0 ზინოვიევი-2 (ნიკულინი-1, ზარიპოვი-2), 1:1 ჰარდტი-2 (სტარკოვი-1), 1:2 ბედკერი-1 (ჰერსბიუ-1), 2:2 ზინოვიევი-3 (მოროზოვი-1, ზარიპოვი-3), 3:2 ზინოვიევი-4 (ზარიპოვი-4, მოროზოვი-2), 4:2 არტიუხინი-2 (კორნეევი-2, კალინინი-1), 4:3 ჰარდტი-3 (სტარკოვი-2).

თ მ ო-მ წ ო-წ შ ქ
1. ჩეხეთი 2 2 0 0 0 8-1 6
2. გერმანია 2 2 0 0 0 6-3 6
3. რუსეთი 3 2 0 1 0 8-8 6
4. ფინეთი 2 1 0 1 0 6-3 3
5. სლოვაკეთი 2 0 0 2 0 6-8 0
6. დანია 3 0 0 3 0 4-15 0

F ჯგუფი
შვეიცარია-ნორვეგია 2:3
0:2, 1:0, 1:1
გოლები: 0:1 ჰოლესი-2 (ბონსაქსენი-1, ოლიმბი-7), 0:2 სკრიოდერი-1 (ჰოლესი-1, ოლიმბი-8), 1:2 მონე-1 (შპრუნგერი-1, ზეგერი-1), 1:3 ფორსბერგი-1 (ჰოლტეტი-2), 2:3 დიასი-2 (რიუტემანი-4).

თ მ ო-მ წ ო-წ შ ქ
1. კანადა 2 1 1 0 0 13-4 5
2. ნორვეგია 3 1 1 1 0 10-10 5
3. შვედეთი 2 1 0 0 1 10-7 4
4. აშშ 2 1 0 1 0 6-8 3
5. შვეიცარია 3 0 1 1 1 6-7 3
6. საფრანგეთი 2 0 0 1 1 1-10 1
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული