სან ხოსე ფავორიტი აღარ არის

AutoSharing Option
"დეტროიტი" არ აპირებს "ზვიგენებთან" სერიაში იოლად დანებებას. "რედ უინგზმა" გადაარჩინა მეხუთე შეხვედრა და სერიის მოგების რეალური შანსი დაიტოვა.

გუშინდელმა შეხვედრამ ეკვატორს "სან ხოსეს" ორშაიბიანი უპირატესობით მიაღწია - თავი გამოიჩინეს სეტოგუჩიმ და პაველსკიმ, მასპინძელთა გოლკიპერი ანტი ნიემი კი კარში სასწაულებს ახდენდა.

ასეთ რთულ სიტუაციაში "დეტროიტმა" მეორე მეოთხედშივე შეძლო ერთი შაიბის გაქვითვა, მესამეში კი ნამდვილი ბენეფისი მოიწყო. თუმცა მანამდე ლოგან კუტურმა გამოიჩინა თავი და "სან ხოსეს" ორშაიბიანი უპირატესობა დაუბრუნდა - 3:1. "ზვიგენების" სიხარული დიდი ხანი არ გაგრძელებულა, რადგან იქვე რამდენიმე წუთის ინტერვალით
ერიქსონმა და ქლირიმ გაათანაბრეს ანგარიში. საფინალო სირენამდე ექვსი წუთით ადრე კი შვედური კომბინაცია ტომას ჰოლმსტრიომმა გოლით დაასრულა. ეს შაიბა გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩში.

ცალკე აღნიშვნის ღირსია "დეტროიტის" რუსი ლეგიონერის პაველ დაციუკის თამაში. მან სამი საგოლე პასი შეასრულა და მატჩის პირველი ვარსკვლავი გახდა.

ახლა სერია დეტროიტში გადაინაცვლებს და ამ დაპირისპირებაში "სან ხოსე" უკვე აღარ მოსჩანს აშკარა ფავორიტად. ფსიქოლოგიური უპირატესობა თანდათან მაიკ ბებკოკის შეგირდების მხარეს გადადის.

სან ხოსე-დეტროიტი 3:4
1:0, 1:1, 1:3
გოლები: 1:0 სეტოგუჩი-5 (ბოილი-7, ტორნტონი-8), 2:0 პაველსკი-5 (ქლოუ-9, უელვუდი-6), 2:1 კრონვალი-2 (დაციუკი-8, სტიუარტი-1), 3:1 კუტური-4 (ჰიტლი-4), 3:2 ერიქსონი-1 (ზეტერბერგი-5, დაციუკი-9), 3:3 ქლირი-2 (კრონვალი-3, ბერტუცი-4), 3:4 ჰოლმსტრიომი-3 (ლიდსტრიომი-4, დაციუკი-10).
სერია: 3-2
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული