გუშინდელმა შეხვედრამ ეკვატორს "სან ხოსეს" ორშაიბიანი უპირატესობით მიაღწია - თავი გამოიჩინეს სეტოგუჩიმ და პაველსკიმ, მასპინძელთა გოლკიპერი ანტი ნიემი კი კარში სასწაულებს ახდენდა.
ასეთ რთულ სიტუაციაში "დეტროიტმა" მეორე მეოთხედშივე შეძლო ერთი შაიბის გაქვითვა, მესამეში კი ნამდვილი ბენეფისი მოიწყო. თუმცა მანამდე ლოგან კუტურმა გამოიჩინა თავი და "სან ხოსეს" ორშაიბიანი უპირატესობა დაუბრუნდა - 3:1. "ზვიგენების" სიხარული დიდი ხანი არ გაგრძელებულა, რადგან იქვე რამდენიმე წუთის ინტერვალით
ცალკე აღნიშვნის ღირსია "დეტროიტის" რუსი ლეგიონერის პაველ დაციუკის თამაში. მან სამი საგოლე პასი შეასრულა და მატჩის პირველი ვარსკვლავი გახდა.
ახლა სერია დეტროიტში გადაინაცვლებს და ამ დაპირისპირებაში "სან ხოსე" უკვე აღარ მოსჩანს აშკარა ფავორიტად. ფსიქოლოგიური უპირატესობა თანდათან მაიკ ბებკოკის შეგირდების მხარეს გადადის.
სან ხოსე-დეტროიტი 3:4
1:0, 1:1, 1:3
გოლები: 1:0 სეტოგუჩი-5 (ბოილი-7, ტორნტონი-8), 2:0 პაველსკი-5 (ქლოუ-9, უელვუდი-6), 2:1 კრონვალი-2 (დაციუკი-8, სტიუარტი-1), 3:1 კუტური-4 (ჰიტლი-4), 3:2 ერიქსონი-1 (ზეტერბერგი-5, დაციუკი-9), 3:3 ქლირი-2 (კრონვალი-3, ბერტუცი-4), 3:4 ჰოლმსტრიომი-3 (ლიდსტრიომი-4, დაციუკი-10).
სერია: 3-2