ვანკუვერის ლოგიკური გამარჯვება

AutoSharing Option
თუ აღმოსავლეთი კონფერენციის წარმომადგენლებმა - "ბოსტონმა" და "ტამპამ" იოლად მოიგეს თავიანთი სერიები და ნახევარფინალში გავიდნენ, დასავლეთში ყველაფერი გაცილებით რთულად განვითარდა. "სან ხოსესა" და "დეტროიტის" სერია ჯერ კიდევ გრძელდება, რეგულარულის ჩემპიონმა "ვანკუვერმა" კი ექვსი მატჩი მოანდომა "ნეშვილის" დამარცხებას.

ამერიკულმა გუნდმა ბევრი იბრძოლა, რისთვისაც უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა, მაგრამ "ვანკუვერის" ბარიერის გადალახვა შეუძლებელი აღმოჩნდა - დღეისთვის "კენაქსი" ობიექტურად "პრედატორზე" ძლიერია.

მეექვსე შეხვედრა, ისევე როგორც მთელი სერია დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. მასპინძლებმა შეცდომები მხოლოდ მატჩის დებიუტში დაუშვეს და ეს მათ ძვირად დაუჯდათ. თავიდან შესანიშნავი კომბინაცია
გაითამაშეს რაიან კესლერმა და მეისონ რეიმონდმა და ამ უკანასკნელმა ანგარიში გახსნა. კანადურმა კლუბმა უპირატესობის განმტკიცება მომავლისთვის არ გადადო და იქვე მეორე შაიბა გაიტანა. ისევ საგოლე კომბინაციაში კესლერმა მიიღო მონაწილეობა - ამჯერად დანიელ სედინს გაატანინა.

მასპინძელმა სხვაობის შემცირება მეორე პერიოდის დებიუტში შეძლეს, როცა დავიდ ლეგუანდმა ძალიან მახვილი კუთხიდან დაარტყა და რობერტო ლუონგომ შაიბა ვერ დააფიქსირა. ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მსაჯებმა გოლი ჩათვალეს.

ამით ორივე გუნდის შეტევითი მოქმედებები ამოიწურა. "ვანკუვერს" ასეთი სიტუაცია აწყობდა, "ნეშვილი" კი ამაოდ ცდილობდა მეტოქის კარგად ორგანიზებული დაცვის გარღვევას, მაგრამ ბოლოს მეკარის შეცვლამაც ვერ უშველა.
საბოლოოდ, "ვანკუვერი" დასავლეთი კონფერენციის პირველი ფინალისტი გახდა და "სან ხოსესა" და "დეტროიტის" სერიის დასრულებას ელოდება.

ნეშვილი-ვანკუვერი 1:2
0:2, 1:0, 0:0
გოლები: 0:1 რეიმონდი-1 (კესლერი-9), 0:2 დ. სედინი-6 (კესლერი-10, ჰ. სედინი-8), 1:2 ლეგუანდი-6 (უორდი-6, ს. კოსტიცინი-5).
სერია: 2-4
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული