ამერიკულმა გუნდმა ბევრი იბრძოლა, რისთვისაც უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა, მაგრამ "ვანკუვერის" ბარიერის გადალახვა შეუძლებელი აღმოჩნდა - დღეისთვის "კენაქსი" ობიექტურად "პრედატორზე" ძლიერია.
მეექვსე შეხვედრა, ისევე როგორც მთელი სერია დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. მასპინძლებმა შეცდომები მხოლოდ მატჩის დებიუტში დაუშვეს და ეს მათ ძვირად დაუჯდათ. თავიდან შესანიშნავი კომბინაცია
მასპინძელმა სხვაობის შემცირება მეორე პერიოდის დებიუტში შეძლეს, როცა დავიდ ლეგუანდმა ძალიან მახვილი კუთხიდან დაარტყა და რობერტო ლუონგომ შაიბა ვერ დააფიქსირა. ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მსაჯებმა გოლი ჩათვალეს.
ამით ორივე გუნდის შეტევითი მოქმედებები ამოიწურა. "ვანკუვერს" ასეთი სიტუაცია აწყობდა, "ნეშვილი" კი ამაოდ ცდილობდა მეტოქის კარგად ორგანიზებული დაცვის გარღვევას, მაგრამ ბოლოს მეკარის შეცვლამაც ვერ უშველა.
საბოლოოდ, "ვანკუვერი" დასავლეთი კონფერენციის პირველი ფინალისტი გახდა და "სან ხოსესა" და "დეტროიტის" სერიის დასრულებას ელოდება.
ნეშვილი-ვანკუვერი 1:2
0:2, 1:0, 0:0
გოლები: 0:1 რეიმონდი-1 (კესლერი-9), 0:2 დ. სედინი-6 (კესლერი-10, ჰ. სედინი-8), 1:2 ლეგუანდი-6 (უორდი-6, ს. კოსტიცინი-5).
სერია: 2-4