რუსი მოძალადე

AutoSharing Option
პატიმრობა ემუქრება "ფილადელფია ფლაიერზის" რუს ფორვარდს ნიკოლაი ჟერდიოვს. მან რესტორანში ჩხუბის შემდეგ საკუთარ მეუღლეს შეურაცხყოფა მიაყენა, მოკვლით დაემუქრა მას და ბოლოს მანქანა დაუმსხვრია.

კონფლიქტი მოსკოვის ერთერთ რესტორანში დაიწყო. ჩხუბის შემდეგ ქალმა შენობა დატოვა და საკუთარი მანქანით გაქცევა სცადა, მაგრამ პარკინგიდან დროულად გასვლა ვერ შეძლო და თავზე განრისხებული ქმარი დაადგა. თუმცა ფორვარდმა ჩაკეტილი კარის გაღება ვერ შეძლო. ჟერდიოვი ცოლს უშვერი სიტყვებით აგინებდა, შემდეგ კი რკინის კეტი იპოვნა და მანქანას დასცხო. ქალმა მაინც სცადა გაქცევა და იმავე დღეს პოლიციაში იჩივლა.

დაზარალებულმა განაცხადა,
რომ მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა, გარდა ამისა, სერიოზული ზიანი მიაყენა მის "ბენტლის". სავარაუდოდ, "ფილადელფიას" ფორვარდს "სხვისი ქონების შეგნებულად დაზიანების" მუხლით გაასამართლებენ. გარდა ამისა, მილიცია მუშაობს სიკვდილით მუქარის ვერსიაზე, თუმცა სამართალდამცავები დარწმუნებულნი არიან, რომ ჰოკეისტს ამ მუხლით არ დასჯიან, რადგან ჟერდიოვს არ ჰქონდა თავისი მეორე ნახევრის მოკვლის მიზეზი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული