მასპინძლებმა დებიუტშივე სცადეს მატჩის ბედი გადაწყვეტა და ეს თითქმის გამოუვიდათ. ამაში მეტოქე ჰოკეისტების გაძევებები და მეკარე ლოუნგოს არადამაჯერებელი თამაში დაეხმარათ. "ზვიგენების" კაპიტანმა ჯო ტორნტონმა ორი ბრწყინვალე პასით ორი გოლი გაატანინა პატრიკ მარლოს, მის გოლებს შორის ერთხელ თავი ქლოუმ გამოიჩინა.
3:0 დაწინაურების შემდეგ "სან ხოსემ" ისევ ჩართო თვითლიკვიდაციის რეჟიმი. მეორე პერიოდში მასპინძლები ერთმანეთის
"სან ხოსემ" მაინც ვერ აიცილა თავიდან ნერვული დასასრული. მე-12 წუთზე "ზვიგენების" ფორვარდმა ჯეიმი მაკგინმა ზურგში ჩასცხო "კენაქსის" მცველ აარონ როუმს, რომელიც მოედნის დამცავ ბარიერს თავით დაეჯახა. ის გასახდელში საკაცით გაიყვანეს, მაკგინმა კი ხუთწუთიანი ჯარიმა და მატჩის ბოლომდე გაძევება დაიმსახურა.
ეს ხუთწუთიანი რიცხობრივი უპირატესობა "ვანკუვერმა" მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენა - ორი შაიბა გაიტანა. ასე რომ, "შარქსისთვის" ბოლო ექვს მატჩში მესამე პერიოდების საერთო ანგარიში 5:17 გახდა. თუმცა უფრო მეტის გაკეთება "ვანკუვერმა" ვერ შეძლო. ბაროუზისა და კესლერის აქტიურობა ანგარიშის გასათანაბრებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, ძმები სედინები კი, რომლებმაც მეორე მატჩში გაიბრწყინეს, ამჯერად ისევ ჩრდილში მოექცნენ.
დასავლეთი
სან ხოსე-ვანკუვერი 4:3
3:0, 0:0, 1:3
გოლები: 1:0 მარლო-6 (ჯ. ტორნტონი-12, სეტოგუჩი-3), 2:0 ქლოუ-5 (დ. ბოილი-12, ი. უაიტი-8), 3:0 მარლო-7 (ჯ. ტორნტონი-13), 3:1 ბაროუზი-5, 4:1 დ. ბოილი-3 (მარლო-4, ჯ. ტორნტონი-14), 4:2 ჰამჰუისი-1 (ჰ. სედინი-13), 4:3 ბიეკსა-4 (რეიმონდი-6, ჰანსენი-4).
სერია: 1-2
* * *
თითქმის იგივე სცენარით წარიმართა "ტამპა ბეისა" და "ბოსტონის" სერიის მეოთხე მატჩი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ 0:3-ის შემდეგ "ლაითნინგმა" შეძლო გამარჯვების მოპოვება და სერიაში ანგარიშის გათანაბრება.
ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, მასპინძლებისთვის თამაში კოშმარულად დაიწყო. დებიუტში "ბოსტონმა" სამივე შაიბა მეტოქის უხეში შეცდომების შემდეგ გაიტანა. მაგალითად, ბრეტ კლარკმა საკუთარ კართან პატრის ბერჟერონს ჩააბარა შაიბა და მან ახლო კუთხეში გაიტანა.
როგორც ჩანს, მცველების არადამაჯერებლობა მეკარე დუეინ როლოსონსაც გადაედო. ერთ მომენტში მან კინაღამ ბარიერიდან ასხლეტილი შაიბა გაუშვა, ცოტა ხანში კი ერთი წუთის ინტერვალით მის კარში ორი შაიბა აღმოჩნდა და ვეტერანი მაიკ სმიტით შეცვალეს.
თითქოს გი ბუშეს გუნდს გადარჩენის შანსი აღარ ჰქონდა, რადგან "ტამპას" ბევრი არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ მეორე პერიოდში მასპინძლებს მეტოქე დაეხმარა - სტუმრებმა საკუთარი კარის უკან დაკარგეს შაიბა, რომელიც საიმონ განიემ ჩაიგდო ხელში და ტედი პურსელს გაატანინა. ზუსტად ერთ წუთში მანვე მახვილი კუთხიდან გაიტანა და დუბლი შეასრულა. მასპინძლებმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს და მალე ანგარიში გაათანაბრეს. შონ ბერგენჰაიმმა კარის უკან შაიბა მოპარა კრეისის და თავად დაასრულა შეტევა - 3:3.
მესამე გაშვებულმა გოლმა "ბოსტონი" გააქტიურა, მაგრამ როლოსონის შემცვლელი სმიტი კარგად იდგა კარში. მან ჯამში 21 დარტყმიდან ყველა მოიგერია და კარიერაში პირველად მოიგო პლეი ოფის შეხვედრა. ამასობაში, "ტამპამ" პირველად წინ გასვლის შანსი დაკარგა, როცა მელოუნმა ერთი ერთზე გასვლა ვერ გამოიყენა, ცოტა ხანში კი საიმონ განიემ ტიმ ტომასს ახლო მანძილიდან გაუტანა.
რა არ სცადა "ბოსტონმა" დარჩენილ დროში ანგარიშის გასათანაბრებლად, მაგრამ სმიტს ვერაფერი მოუხერხა. ბოლო წუთზე კი მარტინ სენტ ლუისმა ცარიელ კარში გაიტანა და შეხვედრას წერტილი დაუსვა - 5:3.
აღმოსავლეთი
ტამპა ბეი-ბოსტონი 5:3
0:3, 3:0, 2:0
გოლები: 0:1 პ. ბერჟერონი-3, 0:2 რაიდერი-5 (კელი-6, ტ. კაბერლე-6), 0:3 პ. ბერჟერონი-4, 1:3 პურსელი-3 (საიმონ განიე-6), 2:3 პურსელი-4 (ოლუნდი-2, ლეკავალიე-11), 3:3 ბერგენჰაიმი-9 (მური-8), 4:3 საიმონ განიე-4 (მელოუნი-3), 5:3 სენტ ლუისი-8 (საიმონ განიე-7, ჰედმანი-6).
სერია: 2-2