რუსებს ახალი მწვრთნელი ეყოლებათ

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიაჩესლავ ბიკოვი თანამდებობიდან დაითხოვეს. რუსეთის ჰოკეის ფედერაციის აღმასკომმა არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე ქვეყნის პირველი ნაკრების თამაში - სლოვაკეთში გამართულ ტურნირზე რუსებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს. აღმასკომის ჩვიდმეტივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი ბიკოვის განთავისუფლებას.

ჯერჯერობით არ სახელდება ახალი მთავარი მწვრთნელის გვარი, თუმცა რუსული პრესის ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბიკოვის შემცვლელი გახდება ყაზანის "აკ ბარსის" დამრიგებელი ზინეტულა ბილიალეტდინოვი.

ბიკოვმა რუსეთის ნაკრები 2006 წელს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. 2008 და 2009 წლებში რუსებმა
ოქროს მედლები მოიპოვეს, 2010-ში ვერცხლი, 2007-ში ბრინჯაო. 2010 წელს ვანკუვერის ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრებმა მეოთხედფინალში წააგო კანადის ნაკრებთან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული