კროსბი ისევ შერყეულია

AutoSharing Option
კანადური ჰოკეის მთავარი ვარსკვლავის, "პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტნის სიდნი კროსბის პრობლემები გრძელდება. ამ ფორვარდს ტვინის შერყევის გამო იანვრის დასაწყისიდან არ უთამაშია.

უახლოეს დღეებში კროსბიმ მორიგი სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და საბოლოოდ გაარკვიოს, როდის შეძლებს ახალი სეზონისთვის მზადების დაწყებას. სიდნის დღემდე არ მიუღია ექიმებისგან ყინულზე გასვლის ნებართვა. ამ დროს განმავლობაში მან მხოლოდ ერთი მსუბუქი ვარჯიში ჩაატარა და ისევ ცუდად იგრძნო თავი.

ამასობაში, "პიტსბურგის" ბანაკიდან კიდევ ერთი ამბავი ვრცელდება: დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ თავდამსხმელები - მაიკ კომრი და ალექსეი კოვალიოვი ამ
ზაფხულს დატოვებენ კლუბს. "პინგვინზის" ხელმძღვანელობამ 38 წლის კოვალიოვი სწორედ კროსბის შესაცვლელად დაიმატა სეზონის მსვლელობისას, მაგრამ 20 ჩატარებულ შეხვედრაში ვეტერანმა ფორვარდმა მხოლოდ 7 ქულა (2+5) დააგროვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული