ცხრა შაიბა და მასობრივი ჩხუბი სტენლის თასის ფინალში

AutoSharing Option
"ბოსტონ ბრუინსმა" "ვანკუვერ კენაქსი" სტენლის თასის ფინალური სერიის მესამე მატჩში გაანადგურა. "ბოსტონმა" 8:1 მოიგო, მესამე პერიოდში კი მასობრივი ჩხუბი მოხდა, რომლის გამოც ორივე გუნდის ორ-ორი ჰოკეისტი შეხვედრის ბოლომდე გააძევეს.

პირველ პერიოდში ანგარიში არ გახსნილა, გადამწყვეტი უპირატესობა კი "ბოსტონმა" მეორე ოცწუთეულში მოიპოვა - თავი ენდრიუ ფრენსმა, მარკ რეკიმ, ბრედ მერჩანდმა და დავიდ კრეიჩიმ გამოიჩინეს.

მესამე პერიოდში ორივე გუნდი უხეშად თამაშობდა და წესებს ხშირად არღვევდა. 47-ე წუთზე "ვანკუვერის" მოთამაშეებმა ფერენსმა და დანიელ სედინმა ათწუთიანი გაძევება დაიმსახურეს, ერთი წუთის შემდეგ კი ბოსტონელი შონ
ტორნტონიც გააძევეს.

მასობრივი ჩხუბი 52-ე წუთზე გაიმართა. შედეგად "ვანკუვერის" ალექსანდრ ბეროუზი და რაიან კესლერი, ასევე "ბოსტონის" მილან ლუჩიჩი და დენის საიდენბერგი მატჩის ბოლომდე გააძევეს.

მომდევნო 9 წუთში გუნდებმა კიდევ ხუთი შაიბა გაიტანეს. თავიდან ანგარიში გამანადგურებელი დანიელ პაიაემ გახადა, შემდეგ ერთი შაიბა ვანკუვერელმა იანიკ ჰანსენმა გაქვითა, ამის შემდეგ კი "ბოსტონის" მოთამაშეებმა რეკიმ, კრის კელიმ და მაიკლ რაიდერმა გაიტანეს. "კენაქსის" რვავე შაიბა კანადური კლუბის ძირითადმა მეკარემ რობერტო ლიუნგომ გაუშვა.

სტენლის თასის ფინალური სერიის პირველი ორი მატჩის წამგებმა "ბოსტონმა" სერიაში ანგარიში შეამცირა. სამი თამაშის შემდეგ "ვანკუვერი" ანგარიშით 2:1 ლიდერობს. მეოთხე თამაში 8 9 ივნისის ღამით ბოსტონში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული