დღეს საქართველოში ისევ დაიწყო ყინულისკენ მობრუნება. გვესაუბრება ყინულის ჰოკეის
- სამი ქვეყნის წარმომადგენელთა კარგა ხნის ბჭობის შემდეგ ჩამოყალიბდა ჰოკეისტთა "შავი ზღვის ლიგა", რომელშიც საქართველოს და სომხეთის თითო და თურქეთის ორი კლუბი იასპარეზებს. უფროსების პარალელურად 16-წლამდელთა პირველობაც გაიმართება. თამაშები სტარტს, სავარაუდოდ, ერზრუმში აიღებს, სადაც ყინულის 5 სტანდარტული მოედანი აქვთ. ერთ-ერთი სარბიელის ტრიბუნებზე ხუთი ათასი მაყურებელი ეტევა.
გუნდები 18-18 შეხვედრას გამართავენ. 3-3 ეტაპს წრიული სისტემით თურქეთი და საქართველო უმასპინძლებს. ერევნის საციგურაო სომხეთის ჰოკეის ფედერაციას არ ეკუთვნის, იჯარით აღება კი ძვირი უჯდებათ, ამიტომ ჩვენმა მეზობლებმა ამ ეტაპზე გუნდების მიღებაზე უარი თქვეს. რაც შეგვეხება ჩვენ, ბათუმში სტანდარტული საციგურაოს მშენებლობის დამთავრებას შემოდგომისთვის გვპირდებიან. იანვრამდე თუ ეს ვერ მოესწრო, მაშინ საშინაო მატჩებს ბაკურიანში გავმართავთ.
- სომხებს ჰოკეის საერთაშორისო ასოციაციასთან პრობლემები ჰქონდათ...
- დიახ, ასე იყო - მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის მატჩებისას სომხებმა ლოს ანჟელესიდან 20 ლეგიონერი მოიწვიეს, რომლებიც იქაურ ლიგებში თამაშობენ. ჩვენი მეზობლები მსოფლიო ფედერაციამ უწინაც გააფრთხილა ამგვარი საქციელისთვის, მაგრამ ყურად არ იღეს, რის გამოც მათი ნაკრები დისკვალიფიცირებულია და საერთაშორისო ტურნირებში ჯერჯერობით ვერ იასპარეზებს, კლუბებს კი ეს აკრძალვა არ ეხება. ისედაც, ჩვენი მიზანია, გუნდები ადგილობრივი ძალებით დავაკომპლექტოთ და ხელი შევუწყოთ სპორტის ამ სახეობის აღმავლობა-განვითარებას. "შავი ზღვის ლიგას" საერთაშორისო სტატუსი ექნება, რაც ექვსეტაპიან შეჯიბრებას უფრო დაძაბულსა და საინტერესოს გახდის.