დიადის შვილი ბეისბოლისტია

AutoSharing Option
ბეისბოლის ამერიკულ ლიგაში ახალგაზრდა მოთამაშეების დრაფტი დაიწყო და ამ მნიშვნელოვან მოვლენას ჰოკეის თაყვანისმცემლებიც ადევნებდნენ თვალს. საქმე ისაა, რომ დიადი უეინ გრეტცკის ვაჟი ტრევორი ბეისბოლით არის გატაცებული და მან სკაუტების ყურადღება მიიპყრო.

ტრევორ გრეტცკი დრაფტის მერვე რაუნდში 219-ე ნომრად აირჩიეს. ახლა ამ მოთამაშეზე უფლებები "ჩიკაგო კაბზს" გააჩნია.

უმცროსმა გრეტცკიმ 15 აგვისტომდე უნდა გადაწყვიტოს - გააგრძელოს სწავლა თუ პროფესიული კონტრაქტი გააფორმოს "ჩიკაგოსთან".

"ბეისბოლთან ნიუ იორკში დავმეგობრდი. იმ ადგილებში გავიზარდე, სადაც მამაჩემი თამაშობდა. მახსოვს ის დღე, როცა ერთად წავედით "ნიუ იორკ იანკიზის" თამაშზე.
მას შემდეგ დავინტერესედი ბეისბოლით და გადავწყვიტე ამ სპორტს გავყოლოდი", - ამბობს ტრევორი.

"როგორც კი დრაფტი დასრულდება, ტრევორთან ერთად დავჯდებით და შექმნილ სიტუაციას განვიხილავთ", - განაცხადა უეინ გრეტცკიმ.

"ჩიკაგო კაბზი" ჩრდილოამერიკული სპორტის რეკორდს ინარჩუნებს - მას ყველაზე გრძელი უტიტულო სერია აქვს - 102 წელი. ბოლოს "კაბზი" ჩემპიონი 1908 წელს გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული