დარბეული ვანკუვერი

AutoSharing Option
"ბოსტონთან" ფინალური სერიის მეშვიდე მატჩის წაგების შემდეგ "ვანკუვერის" გულშემატკივრებმა ქალაქის ქუჩებში გრანდიოზული არეულობა მოაწყვეს.

ფანატები გზად ყველაფერს ამსხვრევდნენ, იარაღად კი იყენებდნენ ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდებოდათ, მათ შორის პეტარდებსა და ჰოკეის ყვანჯებს. პოლიციამ მომხდარზე რეაგირება აშკარად დააგვიანა. "ყოველთვის რთულია იწინასწარმეტყველო მოვლენათა ამგვარი განვითარება", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

შედეგად, სულ რაღაც ერთ საათში 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქი მსოფლიოს ერთ-ერთ ცხელ წერტილს მოგაგონებდათ. ყველა კუთხეში იწვოდა ნაგვის ურნები, ავტომობილები, ბევრი მაღაზიის ვიტრინა ჩამსხვრეული იყო.

სამართლადამცავები ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობდნენ განრისხებული ბრბოს
დაწყნარებას, მაგრამ ამაოდ. არეულობის გამო გაუქმებული იქნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა რეისი.

მსგავსი რამ კანადაში პირველად არ ხდება. 1994 წელს "რეინჯერსთან" მეშვიდე მატჩის წაგების შემდეგ ვანკუვერის ქუჩები ასევე ბრძოლის ველს დაემსგავსა. შედეგად 200 ადამიანი დაზარალდა. ამ ქალაქმა არეულობა 2010 წელს, კანადის ნაკრების მიერ ოლიმპიადის მოგების შემდეგაც ვერ აიცილა თავიდან. შარშან აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალში გასვლის შემდეგ სერიოზულად დაზარალდა კვებეკის პროვინციის მთავარი ქალაქი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული