იაგრს დიდი არჩევანი აქვს

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა გრანდმა "დეტროიტ რედ უინგზმა" მოლაპარაკებები დაიწყო ლეგენდარულ ფორვარდ იარომირ იაგრთან, რომელიც ბოლო სამი წელია რუსეთში თამაშობს. "დეტროიტის" გენერალურმა მენეჯერმა კენ ჰოლანდმა ჩეხი ჰოკეისტის სავარაუდო ტრანსფერი იაგრის აგენტ პეტრ სვობოდასთან განიხილა, ხოლო "რედ უინგზის" დამრიგებელმა მაიკ ბებკოკმა თავად ჰოკეისტთან ილაპარაკა.

როგორც კანადური ტელეკომპანია TSN აზუსტებს, სვობოდამ მოითხოვა იაგრის სავარაუდო კონტრატების პირობები NHL-ის ხუთ კლუბისგან. "დეტროიტის" გარდა, ესენი არიან - "პიტსბურგ პინგვინზი", "ვაშინგტონ კეპიტალზი", "ნიუ იორკ რეინჯერსი" და "მონრეალ კანადიენსი". გამოცემა Detroit Free Press-ის ინფორმაციით, "დეტროიტმა" შესაძლოა, ჩეხ
ლეგენდას ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს მილიონი დოლარის ოდენობის ჯამაგირით.

2010-11 წლების სეზონში 39 წლის იაგრმა 49 მატჩში 50 ქულა (19 გოლი+31 შედეგიანი პასი) დააგროვა. სეზონის დასრულების შემდეგ იარომირს დაუმთავრდა კონტრაქტი "ავანგარდთან" და ომსკელებმა მას ახალი ხელშეკრულება შესთავაზეს. გარდა ამისა, იაგრს თავის რიგებში ეპატიჟებოდა სანკტ-პეტერბურგის სკა, მაგრამ ბოლოს ამ კლუბის ხელმძღვანელობამ გადაიფიქრა.

იაგრს 1990-2008 წლებში NHL-ის სამ კლუბში უთამაშია - "პიტსბურგში", "ვაშინგტონსა" და "რეინჯერსში". "პიტსბურგთან ერთად მან ორჯერ მოიგო სტენლის თასი. ჩეხი ხუთჯერ იყო სეზონის საუკეთესო ბომბარდირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული