იარომირ იაგრი მეათედ გახდა წლის ჰოკეისტი

AutoSharing Option
"ბოსტონ ბრუინზის" ფორვარდმა პატრის ბერჟერონმა სტენლის თასზე გამარჯვების შემდეგ ისტორიაში ჩაწერა თავისი სახელი - ის ე. წ. "ოქროს კლუბის" წევრი გახდა. კანადელი თავდამსხმელი მხოლოდ 25-ე მოთამაშეა ლიგაში, რომელსაც მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატი, ოლიმპიადა და სტენლის თასი.

ბერჟერონმა ოლიმპიადის ოქრო შარშან ვანკუვერში მოიგო, მსოფლიოს ჩემპიონატზე 2004 წელს გაიმარჯვა, სტენლის თასს კი რამდენიმე დღის წინ დაეუფლა.

უფრო მეტიც, ბერჟერონი უნიკალური მიღწევის ავტორია: თავიდან პატრისმა მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი პირველი ნაკრებებისთვის, 2005 წელს კი მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე გაემგზავრა და იქაც ოქროს მედალი მოიპოვა.

25
წლის ბერჟერონი "ბოსტონმა" 2003 წლის დრაფტზე 45-ე ნომრად აირჩია. NHL-ში მან 456 მატჩი ჩაატარა და 337 ქულა დააგროვა.

ბერჟერონი ისეთი ლეგენდარული ჰოკეისტების გვერდით დადგა, როგორებიც არიან: პეტერ ფორსბერგი, იარომირ იაგრი, ვიაჩესლავ ფეტისოვი, იგორ ლარიონოვი, ჯო საკიკი, ბრენდან შენეჰანი, ვალერი კამენსკი, ალექსანდრ მოგილნი, რობ ბლეიკი, სკოტ ნიდერმაიერი, ნიკლას ლიდსტრიომი, კრის პრონგერი, ჰენრიკ ზეტერბერგი, ერის სტაალი, ჯონათან ტეუვზი და სხვები.


* * *
ამასობაში, ლეგენდარული ფორვარდი იარომირ იაგრი მეათედ გახდა ჩეხეთის წლის საუკეთესო ჰოკეისტი.

მწვრთნელების, ექსპერტებისა და ჟურნალისტების გამოკითხვაში 39 წლის იაგრმა 1005 ქულა დააგროვა, უკან ჩამოიტოვა "მონრეალ კანადიენსის" ფორვარდი ტომაშ პლეკანეცი (804 ქულა) და "ავანგარდში" თავისი თანაგუნდელი რომან ჩერვენკა (743). ასევე ხუთეულში მოხვდნენ "ატლანტას" მეკარე ონდრჟეი პაველეცი (662) და "ნიუ ჯერსის" ფორვარდი პატრიკ ელიაში (352).

გასულ სეზონში იაგრმა კჰლ-ის ლიგის 49 მატჩში 50 (19+31) ქულა დააგროვა. წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანის მონაგარი იყო ხუთი გოლი და ოთხი შედეგიანი პასი. ჩეხეთმა პლანეტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

როგორც ვთქვით, ეს იაგრისთვის მეათე აღიარებაა. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ლეგენდარული მეკარე დომინიკ ჰაშეკი, რომელიც ხუთჯერ გახდა ჩეხეთის საუკეთესო მოთამაშე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული