ლიდსტრიომი დარჩა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა შვედმა მცველმა ნიკლას ლიდსტრიომმა კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა. "დეტროიტ რედ უინგზის" კაპიტნის კონტრაქტი ამოიწურა, მაგრამ პლეი ოფში წაგებიდან ერთი თვის თავზე 41 წლის ლიდსტრიომმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივების სურვილი აქვს. მან ამის შესახებ უკვე აცნობა კლუბის ხელმძღვანელობას.

ახალი კონტრაქტი ჯერ გაფორმებული არ არის, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია, რადგან "დეტროიტის" ხელმძღვანელობა ოცნებობდა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მცველთან თანამშრომლობის გახანგრძლივების შესახებ.

გასულ სეზონში ლიდსტრიომმა რეგულარული ჩემპიონატში 82 მატჩი ჩაატარა და 62 ქულა დააგროვა.

ასე რომ, ლიგამ შეინარჩუნა ერთი სახელოვანი ვეტერანი.
სამაგიეროდ, "ბოსტონ ბრუინზის" ფორვარდი მარკ რეკი სტენლის თასის მფლობელის რანგში ასრულებს კარიერას, ხოლო "ანაჰაიმ დაქსის" ლეგენდარულ ფორვარდს ტეემუ სელიანეს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული