ჰიტლი ველურებში წავიდა

AutoSharing Option
ამ დღეებში ჰოკეის ეროვნულ ლიგაში თავისუფალი აგენტების ბაზარი მოქმედებს და ერთ-ერთი საინტერესო გარიგება გუშინ შედგა. "მინესოტა უაილდმა" თავის რიგებში გადაიბირა ლიგის ერთ-ერთი ვარსკვლავი დენი ჰიტლი. სანაცვლოდ ამ ფორვარდის აწ უკვე ყოფილმა კლუბმა "სან ხოსემ" ჩეხი ფორვარდი მარტინ ჰავლატი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "მინესოტამ" ასევე "სან ხოსედან" გადაიბირა კიდევ ერთი თავდამსხმელი დევინ სეტოგუჩი, რისთვისაც ბრენტ ბერნსის დათმობა მოუწია.

როგორც ჩანს, ჰიტლის ტრეიდი შესაძლებელი გახდა გასულ სეზონში მისი სუსტი თამაშის გამო, თუმცა "სან ხოსეს" გენერალური მენეჯერი დიდი ხანი უაყოფდა დენის
სხვა გუნდში გადასვლას.

30 წლის ჰიტლის მოქმედი კონტრაქტის მიხედვით კიდევ სამი წელი დარჩა. მისი წლიური ხელფასი 7,5 მილიონ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება 30 წლის ჰავლატს, მისი კონტრაქტი ოთხწლიანია წლიური 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯამაგირით.

ჰავლატმა NHL-ში 621 მატჩი ჩაატარა და 512 ქულა (209+303) დააგროვა, ჰიტლის ანგარიშზეა 669 ქულა და 689 ქულა (325+364).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული