კროსბიმ ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
კანადური ჰოკეის მთავარმა ვარსკვლავმა სიდნი კროსბიმ რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ პირველი ვარჯიში ჩაატარა ყინულზე. "პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტანი, რომელმაც ტვინის შერყევის გამო 2010-11 წლების სეზონის მეორე ნახევარი გამოტოვა, თავის მშობლიურ ქალაქ ჰალიფაქსში ვარჯიშობს.

კროსბიმ ტვინის შერყევა 2011 წლის პირველ იანვარს "ვაშინგტონის" მცველ დევიდ შტეკელთან შეჯახებისას მიიღო, 5 იანვარს "ტამპა ბეისთან" მატჩში კი ტრავმა გაიმიზეზა. სწორედ ამ დღის შემდეგ არ უთამაშია კროსბის არც ერთი ოფიციალური შეხვედრა.

აპრილში სიდნიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა და იმედი ჰქონდა, რომ პლეი ოფის მატჩებში დაეხმარებოდა "პინგვინებს", მაგრამ თავის
ტკივილის გამო იძულებული გახდა უარი ეთქვა ამ განზრახვაზე. მაშინ ექიმები იმასაც ამბობდნენ, რომ ტკივილები არა ტვინის შერყევით, არამედ ინფექციური დაავადებით იყო გამოწვეული.

ტრავმის მიღებამდე კროსბი ლიდერობდა რეგულარულ ჩემპიონატს ბომბარდირებსა და სნაიპერებს შორის. 41 მატჩში მის ანგარიშზე 66 ქულა (32+34) მოდიოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული