მილიონი ერთი დარტყმისთვის

AutoSharing Option
ლეგენდარული კანადელი ჰოკეისტი, სტენლის თასის ორგზის ჩემპიონი ჯო საკიკი სპორტის ახალ სახეობაში ცდის ძალებს და საკმაოდ წარმატებულად. "კოლორადო ეველანშის" ყოფილმა კაპიტანმა გოლფის ტურნირზე მილიონი დოლარი მოიგო! საკიკმა ასეთი სოლიდური თანხა ორმოში ბურთის ერთი დარტყმით ჩაგდების სანაცვლოდ მიიღო (ეგრეთ წოდებული hole-in-one). ამის შესახებ სააგენტო Associated Press-მა დაწერა.

ტრადიციულ ტურნირზე - American Century Celebrity Golf Championship-ზე მონაწილეობას იღებდნენ ამერიკული სპორტის ვარსკვლავები (მაგალითად, მაიკლ ჯორდანი, ბრეტ ჰალი...). საკიკმა 150 მეტრიდან ჩააგდო ბურთი. ყოფილმა ჰოკეისტმა გადაწყვიტა ნახევარი თანხა - 500 ათასი დოლარი კიბოთი დაავადებულების
ფონდში გადარიცხოს, რომელიც ლეგენდარული ველომრბოლის ლენს არმსტრონგის მიერ არის დაარსებული.

"ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი მანძილიდან ერთი დარტყმით მოვათავსებდი ბურთს ორმოში, - განაცხადა იღბლიანმა საკიკმა. - მაგრამ ვცადე და გამომივიდა".
საკიკმა NHL-ში გატარებულ 20 სეზონში 1246 მატჩი ითამაშა და 1641 ქულა დააგროვა. სტენლის თასის გარდა მას მოგებული აქვს სოლტ-ლეიკ-სიტის ოლიმპიადა. ჯომ თამაში ორი წლის წინ დაასრულა და ახლა, "კოლორადოში" საკალათბურთო ოპერაციების საკითხებში მრჩევლად მუშაობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული