ლეგენდარულმა მცველმა ჩელიოსმა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში 26 სეზონი ჩაატარა. მან "მონრეალის", "ჩიკაგოს", "დეტროიტისა" და "ატლანტას" შემადგენლობაში ითამაშა და კარიერის დასრულების მომენტში მცველებს შორის რეკორდსმენი იყო ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით - 1651. ჩელიოსი სტენლის თასის სამგზის მფლობელია.
სუტერმა NHL-ში 17 წელი გაატარა და 1989 წელს "კალგარის" სტენლის თასის მოპოვებაში დაეხმარა, ტკაჩუკის ანგარიშზე 19
* * *
"ბოსტონ ბრუინზის" ცენტრფორვარდს მარკ სავარს კვლავაც აწუხებს ტკივილები ტვინის შერყევის გამო, რომელიც მან გასულ სეზონში გადაიტანა. ამიტომაც "დათვების" ერთ-ერთ ლიდერს 2011-12 წლების სეზონის გამოტოვება მოუწევს. არც ის არის გამორიცხული, რომ სავარმა საერთოდ დაასრულოს კარიერა.
"გამიკვირდება სავარმა მომავალ სეზონში მოედანზე გასვლა რომ მოახერხოს", - აღიარებს "ბრუინზის" გენერალური მენეჯერი პიტერ ჩიარელი. სავარაუდოდ, ფორვარდს ხანგრძლივად ტრავმირებული მოთამაშეების სიაში შეიყვანენ, რადგან მისი კონტარქტი 2016-17 წლების სეზონის ბოლომდეა ძალაში.
ბოლო ორ სეზონში სავარმა მხოლოდ 66 მატჩი ჩაატარა და 43 ქულა (12+31) დააგროვა.
* * *
"ნიუ იორკ აილენდერსის" მფლობელი ჩარლზ ვენგი არ გამორიცხავს კლუბის ადგილმდებარეობის შეცვლას. "კუნძელელებს" 2015 წელს ეწურებათ საშინაო არენის - Nassau Coliseum-ის იჯარის ვადა, ახალი სტადიონის ასაშენებლად საჭირო 400-მილიონიან კრედიტზე კი უარი გამოუცხადეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა და ნასაუს რეგიონის 71 პროცენტმა უარი განაცხადა ჰოკეის ახალი არენის მშენებლობაზე. ისინი შიშობენ, რომ კრედიტის დასაფარად გადასახადების ოდენობა მოიმატებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"