ყველაზე ძვირადღირებული მცველი

AutoSharing Option
ამიერიდან, ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი ში უებერი იქნება. მან NHL-ის არბიტრაჟის მეშვეობით თავის ამჟამინდელ კლუბს - "ნეშვილ პრედატორზს" ერთწლიანი კონტრაქტი "დასტყუა", რომლის მიხედვითაც მომავალ სეზონში 7.5 მილიონ დოლარს მიიღებს. უებერმა გააუმჯობესა სკოტ ნიდერმაიერის რეკორდი, რომელმაც 2004 წელს "ნიუ ჯერსი დევილზთან" 7-მილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

არბიტრაჟამდე საქმე იმიტომ მივიდა, რომ "ნეშვილმა" და უებერმა ვერ მოახერხეს მრავალწლიან კონტრაქტზე მოლაპარაკება: ჰოკეისტს წლიურად 8.5 მილიონის მიღება სურდა, კლუბი კი მხოლოდ 4.75 დოლარს იხდიდა. საბოლოოდ, არბიტრაჟმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უებერს უფრო აწყობდა.

ამ
მცველს ორჯერ აქვს ნათამაშები NHL-ის "ყველა ვარსკვლავის მატჩში", წელს კი ნომინირებული იყო "ნორის ტროფიზე", რომელიც სეზონის საუკეთესო მცველს გადაეცემა. სულ 25 წლის უებერს 402 მატჩში 80 გოლი და 134 შედეგიანი პასი დაუგროვდა. 2010 წელს ში კანადის ნაკრებთან ერთად ვანკუვერის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა, 2007 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

2011-12 წლების სეზონის დასრულების შემდეგ უებერი ისევ გახდება შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტი, თუმცა "ნეშვილს" უკვე აღარ შეეძლება არბიტრაჟში განცხადების შეტანა. თუ მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ მორიგდებიან, 2012 წლის ივლისიდან მცველს სხვა კლუბებთან მოლაპარაკების უფლება ექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული