კროსბი სტარტს გამოტოვებს?

AutoSharing Option
"პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტანი სიდნი კროსბი კვლავაც აღდგენით პროცესს გადის. კანადური ჰოკეის მთავარმა ვარსკვლავმა ჯერ კიდევ იანვარში მიიღო ტვინის შერყევა, მაგრამ დღემდე ვერ მოიცილა ტკივილის გამომწვევი სიმპტომები.

არადა, ბოლო ინფორმაციების თანახმად, თავდამსხმელის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდებოდა და ის კლუბის მეორე ვარსკვლავთან ევგენი მალკინთან ერთად შეძლებდა საწვრთნელ ბანაკში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ გუშინ ერთ-ერთმა კანადურმა რადიომ გამოაცხადა, რომ კროსბის ახალი სეზონის სტარტის გამოტოვება მოუწევს.

რადიოს ჟურნალისტს ერთბაშად სამმა წყარომ აცნობა, რომ კროსბი ისევ ცუდად გრძნობს თავს და უახლოეს პერიოდში ყინულზე ვერ დაბრუნდება. გარდა ამისა,
ჰოკეის ექსპერტები გაკვირვებულნი არიან - რატომ ვერ ახერხებს ჰოკეისტი რვა თვის განმავლობაში მომჯობინებას და რატომ იტყობინება "პიტსბურგის" პრესსამსახური, რომ სიდნის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ "პიტსბურგის" გენერალური მენეჯერი რეი შერო ოფიციალური განცხადებით გამოვიდა კროსბითან დაკავშირებით.

"დიახ, სიდს კიდევ დარჩა ტვინის შერყევის გარკვეული სიმპტომები, მაგრამ ეს ნორმალურია ასეთი ტიპის ტრავმისთვის", - მიაჩნია შეროს.

ამასთან, გენერალური მენეჯერი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კროსბის მოუწევს სეზონის სტარტის გამოტოვება. ჰოკეისტს საწვრთნელი ბანაკის დაწყებამდე კიდევ ერთი თვე აქვს რეაბილიტაციისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული