თვითმკლელობა?

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის ახალი კლუბის "ვინიპეგ ჯეტსის" მოთამაშე რიკ რიპიენი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს, - ამის შესახებ წერს NHL-ის ოფიციალური ვებგვერდი.

პოლიციის ინფორმაციით, 27 წლის ჰოკეისტის სიკვდილი ძალადობის შედეგი არ ყოფილა. ბოლო დროს დეპრესიით გატანჯული რიპიენის გარდაცვალების მიზეზს არ აზუსტებენ.

როგორც გამოცემა Sportsrageous ვარაუდობს, რიპიენს, შესაძლოა, თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე. პოლიციამ არც დაადასტურა და არც უარყო ეს ინფორმაცია.

ეს ჰოკეისტი დიდი ხანი გამოდიოდა დაბალ კანადურ ლიგებში, 2005-06 წლების სეზონში კი დებიუტი ჰქონდა "ვანკუვერ კენაქსის" შემადგენლობაში. კარიერის განმავლობაში ფორვარდმა NHL-ში 119 მატჩი
ჩაატარა და 16 ქულა (9+7) დააგროვა.

2010 წლის ოქტომბერში რიპიენი თავს დაესხა "მინესოტას" გულშემატკივარს. ჰოკეისტი ბარიერის მიღმა ცდილობდა ქომაგის გადმოთრევას, მაგრამ მწვრთნელმა და პარტნიორებმა შეაჩერეს.

რიპიენი "ვინიპეგში" (ყოფილი "ატლანტა") 2011 წლის ივლისში გადავიდა. ფორვარდმა ამ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი მიხედვით მომდევნო სეზონში 700 ათასი დოლარი უნდა გამოემუშავებინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული