მორიგი გადადებული ვარჯიში

AutoSharing Option
კვლავ გაურკვეველია მდგომარეობა კანადური ჰოკეის მთავარი ვარსკვლავის, "პიტსბურგის" კაპიტნის სიდნი კროსბის მომავალი კარიერის შესახებ. სიდნიმ ამ ზაფხულს უკვე მეორედ გააუქმა დაგეგმილი ვარჯიში იმის გამო, რომ იანვარში მიღებული ტვინის შერყევის სიმპტომებმა ისევ შეახსენეს თავი, - ავრცელებს ბოლო ინფორმაციას TNS.

როგორც უკვე ვწერდით, ამ მიზეზით 24 წლის კროსბიმ, შესაძლოა, არა მარტო ყველა წინასასეზონო მატჩი, არამედ რეგულარული ჩემპიონატის სტარტიც გამოტოვოს. ახალ სეზონში პირველ შეხვედრას "პიტსბურგი" 7 ოქტომბერს სტუმრად "ვანკუვერის" წინააღმდეგ გამართავს.

თუმცა ჰოკეისტის აგენტმა ჟურნალისტებს ურჩია ნუ გააკეთებენ ნაჩქარევ დასკვნებს.

"კროსბის მდგომარეობა არ
გაუარესებულა. რაც შეეხება ვარჯიშებს, მან უბრალოდ ამ პროცესისადმი მიდგომა შეცვალა და ის მისთვის ახალ პირობებს მიუსადაგა, რადგან ადრე სიდს ასეთი ხასიათის ტრავმა არასოდეს ჰქონია.

გარკვეული პერიოდის შემდეგ კროსბი თავად შეხვდება ჟურნალისტებს და ის ყველაფერი მოგიყვებათ. ასე რომ, გლობალური პროგნოზების გაკეთებისგან თავი შეიკავეთ. ნუ დაგავიწყდებიათ, რომ საწვრთნელი ბანაკები მხოლოდ სამი კვირის შემდეგ გაიხსნება", - განაცხადა "პიტსბურგის" კაპიტნის აგენტმა პეტ ბრისონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული