თვითმფრინავმა, რომელსაც ჰოკეისტთა გუნდი "ლოკომოტივი" გადაჰყავდა, კატასტროფა განიცადა

AutoSharing Option
იაროსლავის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი იაკ-42 ჩამოვარდა, რომელშიც ჰოკეისტთა გუნდის, იაროსლავის "ლოკომოტივის" მოთამაშეები იმყოფებოდნენ.

თვითმფრინავი ჩარტერულ რეისს მინსკის მიმართულებით ასრულებდა. მაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 36 ადამიანი (3 ეკიპაჟის წევრი), ერთი კი დაშავებულია.

იაროსლავის აეროდრომიდან აფრენის შემდეგ თვითმფრინავი მარცხენა მხარეს გადაიხარა და ასაფრენი ბილიკიდან დაახლოებით 2 კმ-ში მიწას დაენარცხა. წინასწარი ვერსიით, თვითმფრინავმა დროულად ვერ მოასწრო საკმარისი სიმაღლის აღება და შუქურას წამოედო. თვითმფრინავი ორ ნაწილად გადატყდა, ერთი ნაწილი კი მდინარე ვოლგაში ჩავარდა.

8 სექტემბერს მინსკში ჰოკეის კონტინენტური ლიგის მატჩი უნდა გამართულიყო, რომელშიც ადგილობრივ "დინამოს"
იაროსლავის "ლოკომოტივი" უნდა შეხვედროდა.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული