კროსბი იმედიანადაა

AutoSharing Option
ბოლო დროს, ძალიან ბევრი წყარო იტყობინებოდა იმის შესახებ, რომ "პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტნის სიდნის კროსბის კარიერა ტვინის შერყევის გამო საფრთხის წინაშე დადგა.

ამიტომაც, კანადური ჰოკეის მთავარმა ვარსკვლავმა პრესკონფერენცია მოიწვია და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ძალიან რთულია ასეთი დაზიანების შემდეგ აღდგენა, თუმცა მე თქვენზე მეტად მინდა ვიცოდე დაბრუნების ზუსტი თარიღი", - განაცხადა კროსბიმ.

გარდა ამისა, სიდნიმ ისიც დაამატა, რომ ხუთი იანვრიდან მოყოლებული, როცა მოთამაშემ ტვინის შერყევა მიიღო, ის ასე მხნედ არ ყოფილა. ასე რომ, კროსბი ახლა თავს გაცილებით კარგად გრძნობს და მომავალ სეზონში
თამაშის იმედი აქვს.

კროსბის თან ახლდა თავისი პირადი ექიმი, რომლის განცხადებით, "პინგვინების" ლიდერი ამ მომენტისთვის 90 პროცენტით გამოჯანმრთელდა, მაგრამ კონტაქტურ ვარჯიშებზე ჯერ უფლება არ მიუღია. როგორ ექიმს მიაჩნია, ყინულზე დაბრუნების თარიღის დასახელებამდე ჯერ ადრეა.

* * *
კარიერა დაასრულა ჰოკეის ეროვნული ლიგის ცნობილმა ვეტერანმა, 37 წლის კორი სტილმანმა, რომელიც "კაროლინას", "ფლორიდას", "ოტავას", "ტამპა ბეის", "სენტ ლუისისა" და "კალგარის" ღირსებას იცავდა. მან ოფიციალური განცხადება გუშინ გააკეთა.

გასულ სეზონში ფორვარდმა რეგულარული ჩემპიონატში 65 მატჩი ჩაატარა და 39 ქულა (12+27) დააგროვა. სულ NHL-ში მის ანგარიშზე 1025 შეხვედრაში დაგროვებული 727 ქულა (278+449) მოდის.

სტილმანი 2004 და 2206 წლებში სტენლის თასის მფლობელი გახდა "ტამპა ბეისა" და "კაროლინას" შემადგენლობაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული