კროსბი შეკრებას გაივლის

AutoSharing Option
ბოლო დღეებში კარგი ამბები შეიტყვეს კანადური ჰოკეის მთავარი ვარსკვლავის სიდნი კროსბის თაყვანისმცემლებმა.

"პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტნის ერთ-ერთმა მკურნალმა ექიმმა რადიოეთერში განაცხადა, რომ ჰოკეისტი მზად არის ყინულზე კონტაქტური ბრძოლებისთვის. შეგახსენებთ, რომ კროსბი იანვარში მიღებული ტვინის შერყევის შემდეგ ადღგენით კურსს გადის, რომელიც დროში ძალიან გაიწელა.

"სიდნი მზად არის კონტაქტური ბრძოლებისთვის. ამაში ის ჰოკეის ეროვნული ლიგის არც ერთ ჰოკეისტს არ ჩამოუვარდება, - ამბობს TSN-სთან კომენტარში ფლორიდელი ექიმი ტედ კერიკი. - ახლა მისი მწყობრში ჩადგომა დამოკიდებული იქნება ფიზიკური და სათამაშო ფორმის აღდგენის ტემპზე".

თუმცა კლინიკა
UPMC-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გაკვირვება გამოხატეს ფლორიდელი კოლეგის ამ განცხადებაზე. კროსბი სწორედ ამ კლინიკაში მკურნალობს.

აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ "პიტსბურგის" ვარსკვლავი კლუბის საწვრთნელ ბანაკში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა ეს იქნება შემოკლებული პროგრამა - ფორვარდს მხოლოდ ტრადიციული წინასასეზონო სამედიცინო შემოწმებისა და მშვიდად სრიალის უფლებას მისცემენ. ჯერჯერობით ლაპარაკიც ზედმეტია კონტაქტურ ჰოკეიზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული