რასისტი ნაპოვნია

AutoSharing Option
ონტარიოს პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც "ფილადელფიას" შავკანიან ფორვარდს უეინ სიმონდსს "დეტროიტთან" საგამოფენო შეხვედრის დროს ბანანი ესროლა.

თუ 26 წლის კრის მურჰაუზს დამნაშავედ აღიარებენ, ის იძულებული იქნება 2 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადოს.

მურჰაუზის დაკავების კომენტირებისას ლონდონის (ორტარიოს პროვინციის ქალაქი, სადაც აღნიშნული შეხვედრა გაიმართა) პოლიციის შეფმა ბრედ დანკანმა განაცხადა, რომ გამოძიება არენის ხელმძღვანელთა თხოვნით დაიწყეს, თავად ინციდენტი კი ვერ შეფასდება, როგორც დანაშაული სიძულვილის ფონზე.

"მართალია, ბანანი მოედანზე დაეცა, მაგრამ ამას მატჩის მსვლელობაზე გავლენა არ მოუხდენია, ამიტომაც ეს ფაქტი უნდა განვიხილოთ, როგორც
წვრილმანი ხულიგნობა", - განაცხადა დანკანმა.

აღსანიშნავია, რომ რასისტის ძებნაში ქალაქის მოსახლეობა იყო ჩართული, რომლის დახმარებითაც მოხერხდა მურჰაუზის დაკავება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული