შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი შარშან "ატლანტა ტრეშერზის" სახელით გამოდიოდა, თუმცა მფლობელი შეიცვალა და ასე მიიღო კანადამ ლიგაში მეშვიდე კლუბი.
ბუნებრივია, ახალი სეზონის წინ აჟიოტაჟი უდიდესი იყო. ათასობით აბონემენტი სულ რაღაც ერთ საათში გაიყიდა. კალენდარი ისე შეადგინეს, რომ "ვინიპეგმა" სადებიუტო შეხვედრა შინ ჩაატარა, თანაც ამ დღეს მხოლოდ ორი მატჩი იმართებოდა, რათა კანადური კლუბის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ყოფილიყო.
მაგრამ "ჯეტსს" დებიუტი არ გამოუვიდა. "მონრეალ კანადიენსის" წინააღმდეგ
თუმცა ამ დანაკარგმა ვერ იმოქმედა "კანადიენსის" განწყობაზე. სტუმრები მეტოქის შეცდომებს კარგად იყენებდნენ. დაცვაში იმავე ოდუიას შეცდომით ამჯერად პლეკანეცმა იხეირა - 0:2.
აღორძინებული "ვინიპეგის" ისტორიაში პირველი გოლი 43-ე წუთზე გავიდა. "მონრეალის" კარის სიახლოვეს კარგად იბრძოლა ყაზახმა ანტროპოვმა და ამ გოლით სამუდამოდ ჩაწერა თავისი სახელი "ჯეტსის" ისტორიაში. მესამე პერიოდში "ვინიპეგი" ბევრს უტევდა, მაგრამ დარჩენილ დროში სამი უპასუხო შაიბა მიიღო საკუთარ კარში, აქედან ორი კონტრეშეტევისას გავიდა.
საბოლოოდ, 1:5 და არც ისე სასიამოვნო დებიუტი "ვინიპეგისთვის". პირველ რიგში, ამ გუნდმა დაცვას უნდა მიაქციოს ყურადღება.
* * *
რაც შეეხება დღის მეორე შეხვედრას, ის გაცილებით დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და ბულიტების სერიით დასრულდა. "პიტსბურგ პინგვინზმა" სეზონი კაპიტანი სიდნი კროსბის გარეშე დაიწყო და ამის მიუხედავად, "ედმონტონთან" გასვლით შეხვედრას ორიდან ორი მოგებით შეხვდა. თავად "მენავთობეები" კი სწორედ "პინგვინებთან" მატჩით ხსნიდნენ ახალ ჩემპიონატს.
"პიტსბურგს" ტრავმირებული ევგენი მალკინიც აკლდა და ამის მიუხედავად, კარგი დასაწყისი გამოუვიდა - მეოთხე წუთზე კრის ლეტანგმა დააწინაურა სტუმრები. ამის შემდეგ "ედმონტონს" ბევრჯერ მოუწია რიცხობრივ უმცირესობაში თამაში, მაგრამ გაძლო, ხოლო საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე "ოილერზი" 2011 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა, 18 წლის რაიან ნიუჯენტ-ჰოპკინსმა გადაარჩინა, რომელმაც შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა. საბოლოოდ, კი ყველაფერი ბულიტების სერიაში გაირკვა.
ორივე გუნდის რიგებში აღნიშვნის ღირსნი არიან მეკარეები: "ედმონტონის" გოლკიპერმა დუბნიკმა 33 დარტყმა მოიგერია, "პიტსბურგის" კარის დარაჯმა ჯონსონმა - 34. მათი დუელი ბულიტების სერიაში გაგრძელდა და აქ დუბნიკმა ივარგა, რომელმაც მხოლოდ ერთი პენალტი გაუშვა, მისმა ვიზავიმ ორი და "ედმონტონმა" მოგებით გახსნა ჩემპიონატი, "პიტსბურგმა" კი პირველი მატჩი წააგო რეგულარულში.
ვინიპეგი-მონრეალი 1:5
0:1, 0:1, 1:3
გოლები: 0:1 კამალერი-1, 0:2 პლეკანეცი-1 (მოენი-1, ი. უებერი-1), 1:2 ანტროპოვი-1 (მ. სტიუარტი-1, ბურმისტროვი-1), 1:3 ი. უებერი-1 (პლეკანეცი-1, დეშარნე-1), 1:4 მოენი-1 (პლეკანეცი-2), 1:5 პასიორეტი-1 (გორგესი-1).
ედმონტონი-პიტსბურგი 2:1 (ბ)
0:1, 0:0, 1:0, 0:0
გოლები: 0:1 ლეტანგი-1 (სალივანი-1, ტაილერ კენედი-1), 1:1 ნაჯენტ-ჰოპკინსი-1 (ჰოლი-1, ჰემსკი-1).
ბულიტები გაიტანეს: ებერლე (პიტსბურგი), ჰემსკი (ედმონტონი), ნილი (პიტსბურგი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"