აღმოსავლეთი კონფერენციის ფავორიტებმა ახალი სეზონი კარგად დაიწყეს - "პინგვინებს" ოთხიდან სამი მოგება ჰქონდათ, დედაქალაქურ კლუბს კი - ორიდან ორი გამარჯვება.
შესაბამისად, მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და გამარჯვებული ოვერტაიმში გაირკვა.
"პიტსბურგი" გაცილებით მეტს უტევდა, რაზეც ზუსტი დარტყმების რაოდენობაც მეტყველებს - 41:19 მასპინძლების სასარგებლოდ, მაგრამ ამ მატჩში ბრწყინვალედ მოქმედებდა "ვაშინტგონის" ჩეხი მეკარე ტომაშ ვოკოუნი, რომელმაც 39 დარტყმა მოიგერია.
პირველ ორ პერიოდში ნილმა და ნუბლმა შაიბები გაცვალეს, რის
"ვაშინგტონის" მსგავსად ზედიზედ სამი მოგებით დაიწყო ჩემპიონატი "დეტროიტ რედ უინგზმა", რომელიც დღეს დილით შინ იღებდა სტენლის თასის ფინალისტ "ვანკუვერ კენაქსს".
კანადურმა გრანდმა ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორე მატჩი წააგო. ამჯერად "კენაქსის" კარში რობერტო ლუონგოს ნაცვლად კორი შნაიდერი ჩააყენეს, მაგრამ ვერც მან უშველა "ვანკუვერს".
"დეტროიტმა" მეორე პერიოდში მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, როცა ორი წუთის ინტერვალით ჯასტინ აბდელკადერმა და ვალტერი ფილპულამ 2:0 გახადეს ანგარიში.
ბოლო პერიოდმა (ისევე როგორც პირველმა) უგოლოდ ჩაიარა, რაშიც დამნაშავენი ორივე გუნდის მეკარეები იყვნენ. შნაიდერმა დაალაგა თამაში და საბოლოოდ, 35 დარტყმა მოიგერია, "დეტროიტის" კარის დარაჯი ჯიმი ჰოვარდი კი 25-დან 25-ივე დარტყმას გადაეღობა და სეზონში პირველი "შათაუტი" შეასრულა.
როგორც ჩანს, კრიზისიდან გამოდის ბოლო წლების ერთ-ერთი აუთსაიდერი "ნიუ იორკ აილენდერსი". ახალგაზრდა ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი საკუთარ მოედანზე ხვდებოდა "ტამპა ბეის" და სეზონში მეორე გამარჯვებას მიაღწია.
"კუნძულელებმა" პირველივე პერიოდში გადაწყვიტეს მატჩის ბედი. ამ ოცწუთეულის გმირი გახდა 2009 წლის დრაფტის პირველი ნომერი ჯონ ტავარესი, რომელმაც, როგორც იქნა დაიწყო მასზე გაცემული ავანსების გამართლება.
ტავარესმა 36-ე წამზე გახსნა ანგარიში. მართალია, ეს გოლი "ტამპას" სნაიპერმა სტივ სტემკოსმა გაქვითა, მაგრამ პერიოდის ბოლომდე "აილენდერსის" ფორვარდმა კიდევ სამ გოლში მიიღო მონაწილეობა. ტავარესმა ჯერ მეტ მოულსონს გაატანინა, შემდეგ თავად მოულსონისგან მიიღო საგოლე პასი და ანგარიში 3:1 გახადა, პერიოდის ბოლო წუთზე კი მისი შედეგიანი გადაცემით პარენტომ გაიტანა და "აილენდერსმა" პერიოდი 4:1 მოიგო.
დარჩენილ ორ პერიოდში მხოლოდ ერთი შაიბა გავიდა და ისიც მასპინძლების ანგარიშზეა - მეორე პერიოდში თავი გამოიჩინა გრაბნერმა. მან მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:1 "აილენდერსის" სასარგებლოდ, რომელსაც ახლა სამიდან ორი მოგება აქვს.
ტავარესთან ერთად მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა ნიუიორკული კლუბის მეკარე ელ მონტოია, რომელმაც 34 დარტყმა მოიგერია.
ფაქტები
- "ვაშინგტონმა" "პიტსბურგს" ზედიზედ მერვე გასვლითი შეხვედრა მოუგო;
- ყინულზე გატარებული დროის მიხედვით დღის ლიდერი გახდა "ნიუ ჯერსის" ფორვარდი ილია კოვალჩუკი - 29 წუთი;
- "ჩიკაგოს" კაპიტანმა ჯონათან ტეუვზმა, რომელიც ვინიპეგშია დაბადებული, თავისი მშობლიური ქალაქის წინააღმდეგ ითამაშა;
- "კალგარის" გოლკიპერი მიკა კიპრუსოფი კლუბის მეკარეების შორის ყველა დროის ლიდერი გახდა მოგებების რაოდენობით - 263;
- "პიტსბურგის" ფორვარდი ჯეიმს ნილი ლიდერია გოლების რაოდენობით - 4 შაიბა 5 მატჩში. ამასთან, შარშან "დალასიდან" პიტსბურგში" გადასვლის შემდეგ ნილმა 20 მატჩში მხოლოდ ერთი შაიბა გაიტანა;
- "ოტავას" მეკარემ კრეიგ ანდერსონმა, რომელიც შარშან "კოლორადოში" თამაშობდა, თავისი ყოფილი კლუბისგან "საჩუქრად" შვიდი შაიბა მიიღო;
- "დალასის" მეკარემ კარი ლეჰტონენმა ბოლო სამი მატჩში 117 დარტყმიდან 113 მოიგერია. "ვარსკვლავებს" სეზონის" სტარტზე ოთხიდან სამი მატჩი აქვთ მოგებული;
- "ედიონტონმა" "მინესოტასთან" ზედიზედ მე-17 გასვლითი მატჩი წააგო.
ნიუ ჯერსი-ლოს ანჯელესი 2:1 (ბ)
1:1, 0:0, 0:0, 0:0
გოლები: 0:1 საიმონ განიე-1 (ჯასტინ უილიამსი-3, კოპიტარი-2), 1:1 ელიაში-1 (სიკორა-2, პარიზე-1).
ბულიტები გაიტანეს: კოვალჩუკი (ნიუ ჯერსი), პარიზე (ნიუ ჯერსი).
აილენდერსი-ტამპა ბეი 5:1
4:1, 1:0, 0:0
გოლები: 1:0 ტავარესი-1, 1:1 სტემკოსი-1 (მ-ა. ბერჟერონი-3), 2:1 მოულსონი-1 (ტავარესი-1, იტონი-1), 3:1 ტავარესი-2 (მოულსონი-1, პარენტო-3), 4:1 პარენტო-1 (ტავარესი-2), 5:1 გრაბნერი-1 (ოკსოპო-1).
პიტსბურგი-ვაშინგტონი 2:3 (ო)
1:0, 0:1, 1:1, 0:1
გოლები: 1:0 ჯ. ნილი-3 (სალივანი-2, მალკინი-2), 1:1 ნუბლი-1 (სიომინი-1, ელზნერი-3), 1:2 ოვეჩკინი-1 (მაიკ გრინი-1, ბექსტრიომი-3), 2:2 ჯ. ნილი-4 (მალკინი-3, კუნიტცი-2), 2:3 ვიდემანი-2 (ბექსტრიომი-4).
დეტროიტი-ვანკუვერი 2:0
0:0, 2:0, 0:0
გოლები: 1:0 აბდელკადერი-1 (ბერტუცი-1, კრონვალი-1), 2:0 ფილპულა-1 (ფრანცენი-1, ჰუდლერი-2).
ოტავა-კოლორადო 1:7
1:2, 0:1, 0:4
გოლები: 1:0 მ. მიხალეკი-3 (ე. კარლსონი-6, გონჩარი-2), 1:1 ჰეიდუკი-2 (ე. ჯონსონი-1, პ. შჩასტნი-1), 1:2 ლანდესკოგი-2 (რ. ო'რაილი-2), 1:3 ლინდსტრიომი-1 (რ. უილსონი-2, დუშენი-2), 1:4 დუშენი-1 (ლანდესკოგი-1, რ. ო'რაილი-3), 1:5 ვინიკი-1 (ო'ბრაიენი-1), 1:6 დ. ჯონსი-1 (ჰეიდუკი-1, ე. ჯონსონი-2), 1:7 ლინდსტრიომი-2 (რ. უილსონი-3, რ. ო'რაილი-4).
მონრეალი-კალგარი 1:4
1:3, 0:1, 0:0
გოლები: 1:0 ა. კოსტიცინი-1 (პასიორეტი-1), 1:1 რ. ბურკი-2 (ტანგეი-3, ბატლერი-1), 1:2 ჰაგმანი-1 (ო. იოკინენი-2, ბოუმისტერი-1), 1:3 მოსი-1 (ტანგეი-4), 1:4 რ. ბურკი-3 (სტაიანი-1, ბატლერი-2).
ნეშვილი-ფინიქსი 2:5
0:3, 1:1, 1:1
გოლები: 0:1 შლემკო-1 (ნოკელაინენი-1, ტორესი-1), 0:2 რეი უიტნი-1 (ლენგკოუ-2, დოუნი-2), 0:3 კორპიკოსკი-1 (გორდონი-1, პიატი-1), 0:4 ბოდკერი-1 (ჰანჟალი-2, იენდლი-3), 1:4 რ. სატერი-2 (ლეგუანდი-4), 2:4 კ. უილსონი-1 (ლეგუანდი-5, ს. კოსტიცინი-3), 2:5 დოუნი-3 (კლესლა-1).
მინესოტა-ედმონტონი 2:1 (ბ)
0:1, 1:0, 0:0, 0:0
გოლები: 0:1 რ. სმიტი-1 (ბედანჟე-1, ებერლე-1), 1:1 კულენი-3 (ლატენდრესი-3).
ბულიტები გაიტანეს: კულენი (მინესოტა), ებერლე (ედმონტონი), სეტოგუჩი (მინესოტა).
ჩიკაგო-ვინიპეგი 4:3
2:2, 2:1, 0:0
გოლები: 0:1 სლეიტერი-1 (ოდუია-1), 0:2 სლეიტერი-2 (ჰეინსი-1, გლასი-1), 1:2 ბრუნეტი-2 (პ. კეინი-3, ტეუვზი-1), 2:2 პ. კეინი-1 (მარიან ჰოსა-2, კარჩილო-1), 3:2 მარიან ჰოსა-1 (ლედი-1, პ. კეინი-4), 4:2 ბოლანდი-3 (ბიკელი-2), 4:3 უელვუდი-1 (ჰეინსი-2, მაკლინი-1).
დალასი-სენტ ლუისი 3:2
1:0, 2:1, 0:1
გოლები: 1:0 ლ. ერიქსონი-2 (ოტი-2), 2:0 ბარიში-1 (დელეი-2), 3:0 მოროუ-1 (რობიდასი-1, რიბეირო-2), 3:1 დ'აგოსტინი-1 (სტინი-2, ჰასკინსი-1), 3:2 კ. სტიუარტი-2 (შატენკირკი-1, ბერგლუნდი-2).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"