ამჯერად დედაქალაქელებმა საკუთარ კედლებში დაამარცხეს "ფლორიდა", რომელმაც წინა დღეს "ტამპა ბეის" შვიდი შაიბა გაუტანა.
მატჩის პირველი ვარსკვლავი "ვაშინგტონის" ჩეხი მეკარე ტომაშ ვოკოუნი გახდა, რომელმაც "პანტერების" ოცივე დარტყმა მოიგერია და სეზონში მეორე "შათაუტი" შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ "ვაშინგტონი" ასეთ წარმატებას თავისი ლიდერის ალექსანდრ ოვეჩკინის არადამაჯერებელი თამაშის ფონზე აღწევს -
ჯერჯერობით ვერ შევიდა ფორმაში სტენლის თასის მოქმედი ჩემპიონი "ბოსტონ ბრუინზი". "დათვები" შინ "კაროლინას" იღებდნენ და მეექვსე მატჩში მეოთხე მარცხი იწვნიეს.
სტუმრებმა პირველ ორ პერიოდში თითო გოლი გაიტანეს და ბოლო პერიოდის წინ სოლიდურ უპირატესობას მიაღწიეს. მესამე პერიოდში "ბოსტონმა" თამაში გადარჩენის შანსი დაიტოვა, როცა პევერლიმ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ მასპინძლები ზედმეტმა უხეშობამ დაღუპა - მეორე და მესამე პერიოდებში "ბოსტონი" 11-ჯერ დარჩა კაცნაკლული ყინულზე და ეს შანსი "კაროლინამ" მატჩის ბოლოს გამოიყენა, როცა წუთნახევრის ინტერვალში ზედიზედ ორჯერ გაითამაშა ზედმეტი ჰოკეისტი.
ფაქტები
- "ვაშინგტონის" მეკარემ ტომაშ ვოკოუნმა კარიერაში 45-ე "შათაუტი" შეასრულა;
- "დალასის" მეკარემ კარი ლეჰტონენმა სეზონის სტარტზე ხუთიდან ხუთი შეხვედრა მოიგო.
- "მინესოტას" ხუთჯერ ჰქონდა რიცხობრივი უპირატესობა "პიტსბურგთან" მატჩში, მაგრამ "პინგვინებმა" ხუთივე საფრთხე მოიგერიეს. სტუმრად "პიტსბურგს" არცერთხელ არ გაუშვია გოლი რიცხობრივ უმცირესობაში (20-დან 20).
- "რეინჯერსმა" პირველი მატჩი მოიგო ვანკუვერში 1997 წლის შემდეგ.
- "ლოს ანჯელესის" მეკარე ჯონათან კუიკმა კარიერაში მე-15 "შათაუტი" შეასრულა.
დღის ვარსკვლავი
ტრადიციულად, ლიგამ გამოავლინა დღის სამი საუკეთესო ჰოკეისტი.
როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი ადგილი დაიკავა ჰენრიკ ლუნდკვისტმა, რომელმაც პრაქტიკულად მარტომ მოუგო "ვანკუვერს" - შვედი მეკარის 40-მა სეივმა ნიუიორკულ კლუბს სეზონში პირველი მატჩი მოაგებინა.
მეორე ვარსკვლავი გახდა "ფილადელფიას" ფორვარდი მეტ რიდი. 25 წლის მოთამაშემ, რომელიც NHL-ში პირველ სეზონს ატარებს, "ოტავასთან" მატჩში ოთხი ქულა (1+3) დააგროვა.
სამეულშია "ლოს ანჯელესის" გამოცდილი ფორვარდი საიმონ განიე. მან "სენტ ლუისს" ორი შაიბა გაუტანა და დუბლს ერთი საგოლე პასი დაუმატა.
კვირის სამი ვარსკვლავი
გასულ კვირას ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ პირველ ვარსკვლავად ფილ კესელი დაასახელა. ამ ფორვარდმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ "ტორონტომ" ზედიზედ სამ მატჩის მოგება შეძლო. კესელმა ერთი პასი მიითვალა "მონრეალთან" (2:0) მატჩში, კარიერაში მესამე ჰეთ-თრიკი და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა "ოტავას" წინააღმდეგ (6:5) და ორი გოლითა და ერთი გადაცემით გამოიჩინა თავი "კალგარისთან" შეხვედრაში (3:2).
მეორე ვარსკვლავი გახდა "ნიუ იორკ აილენდერსის" ფორვარდი ჯონ ტავარესი, რომელმაც ოთხ მატჩში ხუთი გოლი და სამი საგოლე პასი მიითვალა. მისი წყალობით "აილენდერსს" დიდი ხანია არ ჰქონია ასეთი სტარტი სეზონში - 3 მოგება და ერთი მარცხი.
2009 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა ზედიზედ ორ მატჩში 4-4 ქულა დაააგროვა. ჯერ ორი გოლითა და ორი პასით "ტამპა ბეისთან" გამოიჩინა თავი, ორი დღის შემდეგ კი სამი გოლი გაუტანა "რეინჯერსს" და ამას ერთი პასი დაუმატა.
მესამე ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა "დალასის" მეკარე კარი ლეჰტონენმა. მან სეზონი ოთხიდან ოთხი მოგებით დაიწყო, გარდა ამისა, ლიგის ლიდერია ერთი მატჩში საშუალოდ გაშვებული შაიბებით და დარტყმების მოგერიების პროცენტით.
ბოსტონი-კაროლინა 1:4
0:1, 0:1, 1:2
გოლები: 0:1 ე. სტიუარტი-2 (სატერი-1, პიტკანენი-3), 0:2 პიტკანენი-2 (ტ. რუუტუ-2, ბრენტი-2), 1:2 პევერლი-3 (საიდენბერგი-1, კორვო-3), 1:3 ე. სტაალი-3 (ი. იოკინენი-4, პიტკანენი-4), 1:4 ტ. რუუტუ-1 (ლაროუზი-1, ტ. კაბერლე-2).
ვაშინგტონი-ფლორიდა 3:0
1:0, 0:0, 2:0
გოლები: 1:0 მ. იოჰანსონი-3 (ბექსტრიომი-5, ოვეჩკინი-2), 2:0 სიომინი-2 (ნუბლი-3, ვიდემანი-3), 3:0 ჩიმერა-4 (სიომინი-3, ლეიჩი-2).
კოლამბუსი-დალასი 2:3
0:0, 0:1, 2:2
გოლები: 0:1 ოტი-2 (ლ. ერიქსონი-1, ბენი-3), 0:2 ბენი-2 (დვორაკი-1, ბარიში-2), 1:2 ბრასარი-1 (ნეში-4, დ. სავარი-2), 1:3 რაიდერი-2 (სურეი-4, მოროუ-2), 2:3 რასელი-1.
მინესოტა-პიტსბურგი 2:4
0:0, 1:2, 1:2
გოლები: 0:1 კუნიტცი-1 (დუპუი-4), 0:2 ჯ. სტაალი-3 (კუკი-2, ზ. მიხალეკი-1), 1:2 კლატერბეკი-2 (მ. კოივუ-3), 1:3 ჯ. ნილი-6, 1:4 დუპუი-2 (კუკი-3), 2:4 ლატენდრესი-1 (კულენი-1, ბალმერი-2).
ოტავა-ფილადელფია 2:7
0:4, 1:0, 1:3
გოლები: 0:1 რიდი-2 (კუტურიე-2, მ. კარლი-2), 0:2 სიმონდსი-2 (რიდი-2, კ. ჟირუ-3), 0:3 კ. ჟირუ-4 (პრონგერი-5, იაგრი-4), 0:4 ტელბოტი-1 (რიდი-3, ჰარტნელი-2), 1:4 სპეცა-2 (ალფრედსონი-2, ე. კარლსონი-7), 1:5 ვან რიმსდიკი-2 (ვორაჩეკი-1, ტიმონენი-2), 1:6 კუტურიე-1 (მ. კარლი-3, რიდი-4), 1:7 უცნობი-1 (ტელბოტი-1, რინალდო-1), 2:7 ე. კარლსონი-1 (კონოპკა-1, ზ. სმიტი-2).
მონრეალი-ბაფალო 1:3
0:0, 1:2, 0:1
გოლები: 1:0 დიასი-1 (პასიორეტი-3, ა. კოსტიცინი-2), 1:1 ლეოპოლდი-1 (სტეფორდი-2, დ. როი-2), 1:2 ვანეკი-4 (პომინვილი-5, გრანიანი-2), 1:3 ერჰოფი-1 (დ. როი-3).
კალგარი-ედმონტონი 2:1
0:1, 0:0, 2:0
გოლები: 0:1 გილბერტი-1 (პოტერი-2, ჰორკოფი-4), 1:1 ბოუმისტერი-1 (ო. იოკინენი-4, სტემპნიაკი-3), 2:1 ტანგეი-1 (სერიჩი-1, მოსი-1).
ვანკუვერი-რეინჯერსი 0:4
გოლები: 0:1 რუპი-1 (დელ ზოტო-1, პრუსტი-1), 0:2 მაკდონაჰი-1 (დუბინსკი-2, ანისიმოვი-2), 0:3 ბ. ბოილი-1 (ფედოტენკო-3, პრუსტი-2), 0:4 გაბორიკი-3 (მაკდონაჰი-2, ბ. რიჩარდსი-3).
ფინიქსი-ჩიკაგო 2:5
0:1, 2:2, 0:2
გოლები: 0:1 მარიან ჰოსა-2 (შარპი-3, კიტი-1), 1:1 პიატი-1 (შლემკო-1, კლესლა-2), 1:2 ტეუვზი-2 (ბრუნეტი-1, შარპი-4), 2:2 რეი უიტნი-3 (ლენგკოუ-3), 2:3 მეიერსი-1 (კიტი-2, სტალბერგი-1), 2:4 ბოლანდი-4, 2:5 ბიკელი-2 (ფროლიკი-2, ბოლანდი-1).
ლ. ანჯელესი-სტ. ლუისი 5:0
1:0, 2:0, 2:0
გოლები: 1:0 საიმონ განიე-2 (სტოლი-1, უ. მიტჩელი-2), 2:0 სტოლი-1 (დ. ბრაუნი-2, პენერი-1), 3:0 დ. ბრაუნი-1 (მ. რიჩარდსი-3, ჯ. ჯონსონი-3), 4:0 კოპიტარი-4 (საიმონ განიე-3, ჯასტინ უილიამსი-4), 5:0 საიმონ განიე-3 (კოპიტარი-5, ჯასტინ უილიამსი-5).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"